სისხლის საერთო ანალიზი

 

 

·        სისხლის საერთო ანალიზის შესახებ

·        სისხლის აღების ტექნიკა

·        ჰემოგლობინი

·        ერითროციტები

·        ფერადობის მაჩვენებელი

·        ჰემატოკრიტი

·        ლეიკოციტები

·        ნეიტროფილები

·        ეოზინოფილები

·        ბაზოფილები

·        მონოციტები

·        ლიმფოციტები

·        თრომბოციტები

·        ერითრიოციტების დალექვის სიჩქარე (ედს)

·        სისხლის საერთო ანალიზის ნორმა მოზრდილებსა და ბავშვებში

·        ერითროციტების რაოდენობისა და მორფოლოგიის ცვლილებები

·        ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებები

·        ლიმფოციტების რაოდენობის ცვლილებები

 

 

 

 

 

სისხლის საერთო ანალიზის შესახებ

 

სისხლი ექიმისათვის ერთგვარი სარკეა, ვინაიდან ის ასახავს ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერ ცვლილებას, ამიტომაც სისხლის ანალიზი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს გამოკვლევა ერთხელ მაინც არ გაეკეთებინოს.

სისხლი შედგება პლაზმისა და სისხლის უჯრედებისაგან. სწორედ ამ უკანასკნელებს ითვლიან სისხლის საერთო ანალიზის დროს.

სისხლის მორფოლოგიური გამოკვლევა მოიცავს:

სისხლის საერთო ანალიზს უტარებენ სტაციონარში მყოფ ყველა ავადმყოფს, ასევე ამბულატორიულ ავადმყოფებს ჩვენების მიხედვით. საკმაოდ გავრცელებულია სისხლის ანალიზის შემოკლებული ფორმა (შედის მხოლოდ ჰემოგლობინის რაოდენობის განსაზღვრა, ლეიკოციტების რიცხვის დათვლა და ედს-), რომელიც ტარდება პროფილაქტიკური გასინჯვების დროს, დისპანსერიზაციისა და სანატორულ-კურორტული მკურნალობის დროს. ურგენტულ (გადაუდებელ) შემთხვევებში ხდება მხოლოდ ერთი მაჩვენებლის განსაზღვრა: ლეიკოციტებისმწვავე ქირურგიული პათოლოგიის დროს ან ჰემოგლობინისასისხლდენების დროს.

 

 

 

სისხლის აღების ტექნიკა

 

·        სისხლის აღების პროცედურა უნდა წარმოებდეს ერთსა და იმავე დროს, ერთნაირ პირობებში, სასურველია, საკვების მიღებამდე;

·        მორფოლოგიური გამოკვლევისათვის საჭირო სისხლის აღება ხდება თითში ჩხვლეტის გზით. სისხლს იღებენ მარცხენა ხელის მეოთხე თითიდან. ჩხვლეტამდე ხდება თითის წინასწარი დეზინფექცია და გაუცხიმოვნება სპირტში დასველებული ბამბით და შემდეგ ეთერით. ჩხვლეტა ხდება სტერილური სკარიფიკატორით ან ფრანკის ნემსით პირველი ფალანგის რბილობის წვერზე 2,5-3მმ სიღრმეზე. სისხლის პირველი წვეთი უნდა მოიწმინდოს ფილტრის ქაღალდით ან ეთერში დასველებული ბამბით.

·       სისხლს იღებენ შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ედს-ის, შემდეგ კი ჰემოგლობინის განსაზღვრისათვის. ამის შემდეგ ლეიკოციტების და ერითროციტების დასათვლელად ხდება ნაცხის აღება.

·       სისხლის აღების შემდეგ თითზე შემოახვევენ სპირტში ან ეთერში დასველებული ბამბის ტამპონს და სისხლდენის შესაჩერებლად მიაბჯენენ ხელისგულს.


გახსოვდეთ:

 

·       გაითვალისწინეთ, რომ სისხლის შემადგენლობას ცვლის ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, სულფანილამიდები, ტეტრაციკლინები, ასპირინი, ინდომეტაცინი, კარბამაზეპინი. ეს დროებითი მოვლენაა და მას შემდეგ, რაც მედიკამენტების მიღებას შეწყვეტთ, სისხლის ანალიზი კვლავ მწყობრში ჩადგება.

 

·        სისხლი ცვლილებებს განიცდის ალკოჰოლური სასმელების მიღების, მზის აბაზანების, ფიზიო-პროცედურებისა და რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში სისხლის ანალიზის გაკეთება რამდენიმე დღით გადადეთ.

  

 

ჰემოგლობინი

ჰემოგლობინი არის ცილა გლობინისა და რკინის ატომის შემცველი ჰემის მოლეკულებისაგან შემდგარი რთული ნაერთი. იგი შედის ერითროციტების შემადგენლობაში და მას ძირითადად ჟანგბადისა და ნახშირბადის სატრანსპორტო ფუნქცია აკისრია, კერძოდ მიაქვს ყველა ქსოვილამდე ჟანგბადი და გამოაქვს იქიდან ნახშირორჟანგი.

ჰემოგლობინის დონე ქვეითდება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლნაკლებობის (ანემიების) დროს. ამ დროს ორგანოები განიცდიან ჟანგბადოვან შიმშილს.

ჰემოგლობინის დონის მომატებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი მთაში ყოფნისას, თვითმფრინავში, ასევე პირღებინებისა და დამწვრობის შედეგად. იგი იმატებს ჭეშმარიტი პოლიციტემიის (სისხლის უჯრედების მატების) დროს.

 

 

 ერითროციტები

ერითროციტებს სხვანაირად წითელი სისხლის უჯრედებს უწოდებენ. მათ ძირითადად ჰემოგლობინის (ანუ ჟანგბადის) გადატანის ფუნქცია აკისრიათ.

ლაბორატორიულ პრაქტიკაში ხდება ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრა მოცულობის ერთეულში (ნორმები ასაკისა და სქესის გათვალისწინებით იხ. შესაბამის ცხრილებში). მათი რაოდენობის ცვლილება მჭიდროდ უკავშირდება ჰემოგლობინის მოცულობას: ერითროციტების რაოდენობის შემცირებისას ადგილი აქვს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას და პირიქით. კვლევის დროს ასევე ყურადღებას აქცევენ ერითროციტების ზომას, ფორმას და მათში ჰემოგლობინის შემცველობას. ერითროციტისათვის ყველაზე უკეთეს ფორმად ითვლება ორმხრივ შეზნექილი დისკის ფორმა. ასეთ ერითროციტს ყველაზე უკეთ გადააქვს ჟანგბადი.

ერითროციტების საუკეთესო ზომაა – 7მკმ. უფრო ნაკლები ზომის შემთხვევაში მათ უფრო ძნელად გადააქვთ ჟანგბადი, მეტი ზომის შემთხვევაშინაკლებია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ისინი ატარებენ ძვლის ტვინში. ამას გარდა ასეთი მსხვილი უჯრედები უფრო სწრაფად იშლებიან ელენთაში.

 

 

ფერადობის მაჩვენებელი

 

ფერადობის მაჩვენებელი გვიჩვენებს ჰემოგლობინის დონის შეფარდებას ერითროციტების რაოდენობასთან. ნორმაში იგი 0,85-1,05-ია.

მაჩვენებელი იცვლება სხვადასხვა ტიპის ანემიის დროს: იგი იმატებს B12-დეფიციტური, ფოლიუმ-დეფიციტური, აპლასტიური და აუტოიმუნური ანემიების შემთხვევაში, ხოლო რკინა-დეფიციტური ანემიის დროს იკლებს.

 

  

ჰემატოკრიტი

 

გამოხატავს თანაფარდობას ერითროციტებისა და პლაზმის მოცულობას შორის.

ნორმაში იგი მამაკაცებისათვის არის 40-45%, ქალებში კი - 36-42%.

ჰემატოკრიტის მაჩვენებელი ეცემა სისხლდენების დროს, ან სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის (ჰემოპოეზის) დათრგუნვის დროს, რაც გვხვდება სხვადასხვა ინფექციური დაავადებების, ასევე აუტოიმუნური პათოლოგიების დროს. ჰემატოკრიტის დაქვეითებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორსულობის პერიოდში. იგი იმატებს პოლიციტემიის, ასევე მთაში ყოფნისა და ფიზიკური დატვირთვის დროს

 

  

ლეიკოციტები

 

ლეიკოციტები სისხლის თეთრი უჯრედების საერთო სახელწოდებაა. ისინიLორგანიზმში დამცველობით ფუნქციებს ასრულებენ, კერძოდ მათი დანიშნულებაა უცხო ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმების ამოცნობა და მათთან შებრძოლება, ასევე მათ შესახებ ინფორმაციის შენახვა მომავლისათვის. ისინი ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა იმუნოლოგიურ რეაქციაში და გვიცავენ ინფექციებისაგან.

სისხლში ლეიკოციტების დონე იზრდება (ლეიკოციტოზი) ინფექციების, ლეიკოზების დროს, თუმცა შეიძლება, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც მოიმატოს - ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი. ეს ხდება საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისას, წყლის აბაზანების მიღებისას, ძლიერი ემოციების დროს, მენსტრუაციის წინა პერიოდში, ორსულობის მეორე ნახევარში.

ლეიკოციტების მაჩვენებელი იკლებს (ლეიკოპენია) ზოგიერთი ინფექციური პათოლოგიის, ონკოლოგიური და ავტოიმუნური დაავადების დროს. ამ დროს ხდება ძვლის ტვინში ლეიკოციტების წარმოქმნის დათრგუნვა.

არჩევენ ლეიკოციტების შემდეგ სახეებს:

ლეიკოციტების გამოკვლევისათვის ხდება მათი გამოყოფა სისხლიდან ცენტრიფუგირების მეთოდით (ანუ ხდება მათი დალექვა ცენტრიფუგირების დროს), ფიტოჰემაგლუტინინების გამოყენებით კულტივირება (ზრდა) 72 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც უჯრედული კულტურიდან აკეთებენ ნაცხს, აფიქსირებენ მეთანოლში (მეთილის სპირტი) და ღებავენ. ათვალიერებენ სინათლის იმერსიული მიკროსკოპის საშუალებით.

ნორმაში სისხლში ლეიკოციტების შემცველობა შეადგენს 3,5-8,8 ათასს 1მკლ-ში.

 

  

ნეიტროფილები

ნეიტროფილები, ეოზინოფილები და ბაზოფილები ლეიკოციტების სახესხვაობებს მიეკუთვნებიან და აქვთ უნარი სხვადასხვანაირად მიიღონ საღებავი ნივთიერებები, სწორედ ამის მიხედვით მიიღეს მათ სახელწოდებები.

ნეიტროფილები ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 70%- შეადგენს. ისინი ნეიტრალური ფერის არიან, იღებებიან მორუხო-ნარინჯისფრად. ეს უჯრედები ლორწოვან გარსში ბინადრობენ, უცხო მიკროორგანიზმებს შთანთქავენ და ამით ორგანიზმს ინფიცირებისაგან იცავენ. ნეიტროფილების ერთ-ერთი სახელწოდება – «მიკროფაგოციტები» მიუთითებს მათ უნარზე, მოახდინონ მიკროორგანიზმების ფაგოციტოზი, თუმცა ეს უნარი მათ უფრო ნაკლებად აქვთ გამოხატული, ვიდრე მაკროფაგებს.

არჩევენ ჩხირბირთვიან და სეგმენტბირთვიან ნეიტროფილებს: ნეიტროფილების უმრავლესობის ბირთვი სეგმენტირებულია, ამიტომაც მათ სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები ეწოდებათ. უმწიფარი უჯრედების ბირთვებს მოღუნული ჩხირის ფორმა აქვთ, რის გამოც მათ ჩხირბირთვიან ნეიტროფილებს უწოდებენ.

ნეიტროფილების მომატება ჩირქოვანი ანთებითი პროცესების მაჩვენებელია. განსაკუთრებით საშიშია ის შემთხვევა, როდესაც ორგანიზმში ჩირქოვანი ანთება მიმდინარეობს, ნეიტროფილების დონე კი მომატებული არ არის. ნეიტროფილების მაჩვენებლის შემცირებას ნეიტროპენია ეწოდება. ის ვლინდება ზოგიერთი ინფექციური დაავადების, ანემიის დროს, თირეოტოქსიკოზის, სხივური დაავადების და სხვათა შემთხვევაში.

  

 
 

ეოზინოფილები
 

ეოზინოფილები კარგად იღებებიან მჟავე წითელი ფერის საღებავებით (მაგ. ეოზინი, წითელი კონგო), ხოლო სისხლის ნაცხში მათ აქვთ მოვარდისფრო-ნარინჯისფერი ფერი. ისინი ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 1-5%- შეადგენს.

ეოზინოფილები მონაწილეობენ პარაზიტების განადგურებაში (გამოყოფენ მათ დამაზიანებელ სპეციალურ ფერმენტებს) და ალერგიულ რეაქციებში (გამოყოფენ ჰისტამინის საწინააღმდეგო ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან პოხიერი უჯრედებიდან ფერმენტების გამოსვლას). მათი რაოდენობა იზრდება (ეოზინოფილია) ალერგიული დაავადებების (ბრონქული ასთმის, პოლინოზის), პარაზიტული დაავადებების (ყველაზე ხშირად - ჭიებით ინვაზიის დროს), ინფექციების (მაგ., წითელას) დროს.

ეოზინოპენიას (ეოზინოფილების ნაკლებობას) იწვევს B12 - დეფიციტური ანემია, შოკი, ოპერაციული ჩარევები, მშობიარობა.

 

ბაზოფილები

ისინი იღებებიან ტუტე საღებავებით (ჰემატოქსილინით, მეთილენის ლურჯი),  ამიტომ სისხლის ნაცხში მოლურჯო-ნარინჯისფერნი არიან. ალერგიული რეაქციების დროს სისხლში დიდი რაოდენობითაა იმუნოგლობულინი E, რომელიც შეუკავშირდება რა ბაზოფილების მემბრანას, ხელს უწყობს მათ დეგრანულაციას ანუ უჯრედებიდან ჰისტამინის გამოსვლას.

  

 

მონოციტები

 

მონოციტები მოცირკულირე სისხლის ყველაზე მსხვილი უჯრედებია. ისინი წარმოადგენენ მაკროფაგების წინამორბედ უჯრედებს. მაკროფაგები ანადგურებენშთანთქავენ») ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ასევე ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ვირუსებთან, ბაქტერიებთან და მათ ტოქსინებთან ბრძოლის პროცესში, ასევე საკუთრივ ორგანიზმის დაღუპულ უჯრედებს. მაკროფაგების გარეშე შეუძლებელია ლიმფოციტების მოქმედება: ისინი ეხმარებიან ამ უკანასკნელებს ამოიცნონ ანტიგენი, გამოყოფენ მედიატორებს, ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებენ ან თრგუნავენ იმუნური სისტემის სხვა უჯრედების მოქმედებას

ლეიკოციტების ფაგოციტური აქტივობა იზრდება მწვავე ბაქტერიული ინფექციების ფონზე, ხოლო მისი შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:

1.      თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი;

2.      ქრონიკული ინფექციები;

3.      აუტოიმუნური დაავადებები;

4.      ალერგიული დაავადებები;

5.      ვირუსული ინფექციები;

6.      ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

 

 

 

ლიმფოციტები

 

ლიმფოციტები ლეიკოციტების  ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ლეიკოციტების 19-30%- შეადგენს. მათი დონე იმატებს ზოგიერთი ინფექციის, სისხლის დაავადების დროს. თუკი ინფექციური პროცესი ძლიერაა გამოხატული, ხოლო ლიმფოციტების რაოდენობა 15%-ზე ნაკლებია, აუცილებელია ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვის შესწავლა. უჯრედების რაოდენობა 1200-1500-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ლიმფოციტების საერთო რაოდენობა ნორმაში: აბსოლუტური შემცველობა - 1200-3000კლ/მკლ, ანუ 1 მიკროლიტრში უნდა იყოს 1200-3000 ლიმფოციტი.

 

უჯრედების რაოდენობა

მოც. ერთეული

გადაყვანილი სხვა მოც. ერთეულებში

1,2 - 3,0 • 10 9

დმ3

1,2 - 3,0 • 10 6

მლ

სმ3

1,2 - 3,0 • 10 3

მკლ

მმ3

ან 1200 - 3000

მკლ

მმ3

 

განარჩევენ ლიმფოციტების შემდეგ სახეებს: В-ლიმფოციტებს, Т-ლიმფოციტებს და .. ნულოვან ლიმფოციტებს (იხ. იმუნოგრამა)

В-ლიმფოციტები - ლიმფოციტების სახესხვაობაა, რომელიც გამოიმუშავებს ანტისხეულებს (იმუნოგლობულინებს). მათ სახელწოდება მიიღეს ლათინური სიტყვიდან "ბურსა" – ჩანთა. ფრინველებში ფაბრიციუსის ჩანთად წოდებულ ორგანოში ხდება В-ლიმფოციტების დიფერენცირება (მომწიფება), ხოლო ადამიანებში ეს პროცესი მიმდინარეობს ძვლის ტვინში.

Т-ლიმფოციტები - ლიმფოციტების სახესხვაობაა, რომელიც აკონტროლებს В-ლიმფოციტების მუშაობას (ანტისხეულების პროდუქციას). მათი სახელწოდება წარმოსდგება სიტყვიდან «თიმუსი»- ორგანო, სადაც ხდება მათი მომწიფება.

·        T-ჰელპერები - წარმოადგენს T-ლიმფოციტების სახესხვაობას, რომელიც ხელს უწყობს ანტისხეულების სინთეზს (to help - ინგლ. “დახმარება”).

·        T-სუპრესორები - T-ლიმფოციტების სახესხვაობა, რომლებიც ხელს უშლიან  (თრგუნავენ) ანტისხეულების სინთეზს. (to supressინგლ. “დათრგუნვა, შეჩერება, აკრძალვა”).

ნულოვანი ლიმფოციტები - ეს არის ლიმფოციტები, რომლებსაც არა აქვთ T და Bლიმფოციტებისათვის დამახასიათებელი რეცეპტორები. მათ შორის არის NK-უჯრედები, ახალგაზრდა (უმწიფარი) ლიმფოციტები.

 

 

 

თრომბოციტები

 

თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში, გარდა ამისა, უჯრედის მემბრანებზე აგროვებენ ანთებითი პროცესების აგრესიულ ფაქტორებს - მოცირკულირე იმუნურ კომპლექსებს.

ნორმაში თრომბოციტების დონე 170-320x109ჰლ-ია. თუ თრომბოციტების დონემ დაიკლო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმში არასასურველი იმუნური ძვრებია და ადგილი აქვს ანთებით ცვლილებებს.

 

 

  

ერითრიოციტების დალექვის სიჩქარე (ედს)

 

ამ მაჩვენებლის მომატება ანთებითი პროცესის არსებობაზე მეტყველებს, თუმცა ანთების დროს ედსი ყოველთვის არ იმატებს. ედს- იზრდება სიმსივნური პროცესების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სხვათა დროს.

 

 

 

სისხლის საერთო ანალიზის ნორმა მოზრდილებსა და ბავშვებში

 

 

1 დღის ბავშვის

ჰემოგლობინი

80-240 /

 

ედს

2-4მმ/სთ

 

ეოზინოფილები

0,5-6%

 

ერითროციტები

4,3-7,6´1012

 

ლეიკოციტები

8,5-24,5´109

ბაზოფილები

0-1%

 

რეტიკულოციტები

3-51%

 

ჩხირბირთვიანები

1-17%

ლიმფოციტები

12-36%

თრომბოციტები

180-490´109

სეგმენტბირთვიანები

45-80%

მონოციტები

2-12%

   

1 თვის ბავშვის

ჰემოგლობინი

115-175/

 

ედს

4-8მმ/სთ

 

ეოზინოფილები

0,5-7%

 

ერითროციტები

3,8-5,6´1012

 

ლეიკოციტები

6,5-13,8´109

ბაზოფილები

0,1%

 

რეტიკულოციტები

3-15%

 

ჩხირბირთვიანები

0,5-4%

ლიმფოციტები

40-76%

თრომბოციტები

180-400´109

სეგმენტბირთვიანები

15-45%

მონოციტები

2-12%

 

  

6 თვის ბავშვის

ჰემოგლობინი

110-140/

 

ედს

4-10მმ/სთ

 

ეოზინოფილები

0,5-7%

 

ერითროციტები

3,5-4,8´1012

 

ლეიკოციტები

5,5-12,5´109

ბაზოფილები

0-1%

 

რეტიკულოციტები

3-15%

 

ჩხირბირთვიანები

0,5-4%

ლიმფოციტები

42-74%

თრომბოციტები

180-400´109

სეგმენტბირთვიანები

15-45%

მონოციტები

2-12%

 

 



 

12 თვის ბავშვის

ჰემოგლობინი

110-135/

 

ედს

4-12მმ/სთ

 

ეოზინოფილები

0,5-7%

 

ერითროციტები

3,6-4,9´1012

 

ლეიკოციტები

6,0-12,0´109

ბაზოფილები

0-1%

 

რეტიკულოციტები

3-15%

 

ჩხირბირთვიანები

0,5-4%

ლიმფოციტები

38-72%

თრომბოციტები

180-400´109

სეგმენტბირთვიანები

15-45%

მონოციტები

2-12%

 

 

1-6 წლის ბავშვის

ჰემოგლობინი

110-140/

 

ედს

4-12მმ/სთ

 

ეოზინოფილები

0,5-7%

 

ერითროციტები

3,5-4,5´1012

 

ლეიკოციტები

5-12´109

ბაზოფილები

0-1%

 

რეტიკულოციტები

3-12%

 

ჩხირბირთვიანები

0,5-5%

ლიმფოციტები

26-60%

თრომბოციტები

160-390´109

სეგმენტბირთვიანები

25-60%

მონოციტები

2-10%


 

 

7-12 წლის ბავშვის

ჰემოგლობინი

110-145/

 

ედს

4-12მმ/სთ

 

ეოზინოფილები

0,5-7%

 

ერითროციტები

3,5-4,7´1012

 

ლეიკოციტები

4,5-10´109

ბაზოფილები

0-1%

 

რეტიკულოციტები

3-12%

 

ჩხირბირთვიანები

0,5-5%

ლიმფოციტები

24-54%

თრომბოციტები

160-380´109

სეგმენტბირთვიანები

35-65%

მონოციტები

2-10%


 

 

13-15 წლის ბავშვის

ჰემოგლობინი

115-150/

 

ედს

4-15მმ/სთ

 

ეოზინოფილები

0,5-6%

 

ერითროციტები

3,6-5,1´1012

 

ლეიკოციტები

4,3-9,5´109

ბაზოფილები

0-1%

 

რეტიკულოციტები

2-11%

 

ჩხირბირთვიანები

0,5-6%

ლიმფოციტები

25-50%

თრომბოციტები

160-360´109

სეგმენტბირთვიანები

40-65%

მონოციტები

2-10%

 

 

 

მამაკაცები

ჰემოგლობინი

130-160/

 

ედს

1-10მმ/სთ

 

ეოზინოფილები

0-5%

 

ერითროციტები

4,0-5,1´1012

 

ლეიკოციტები

4-9´109

ბაზოფილები

0-1%

 

რეტიკულოციტები

0,2-1,2%

 

ჩხირბირთვიანები

1-6%

ლიმფოციტები

18-40%

თრომბოციტები

180-320´109

სეგმენტბირთვიანები

47-72%

მონოციტები

2-9%

 

 

 

ქალები

ჰემოგლობინი

120-140/

 

ედს

2-15მმ/სთ

 

ეოზინოფილები

0-5%

 

ერითროციტები

3,7-4,7´1012

 

ლეიკოციტები

4-9´109

ბაზოფილები

0-1%

 

რეტიკულოციტები

0,2-1,2%

 

ჩხირბირთვიანები

1-6%

ლიმფოციტები

18-40%

თრომბოციტები

180-320´109

სეგმენტბირთვიანები

47-72%

მონოციტები

2-9%

 

  

ერითროციტების რაოდენობისა და მორფოლოგიის ცვლილებები

ერითროციტების რაოდენობის აბსოლუტური დაქვეითება ანემიის (სისხლნაკლებობის) ძირითადი კრიტერიუმია.

არჩევენ ანემიების შემდეგ სახეებს:

·        დეფიციტური ანემიები - როცა ერითროციტის წარმოქმნისათვის არ ყოფნის ერთ-ერთი «სათადარიგო ნაწილი» - ცილა, ვიტამინები ან რკინა  მათი საკვების გზით არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების ან ნაწლავებიდან მათი არასრული შეწოვის გამო. შესაბამისად, ამ ანემიებს ეწოდებათ ცილადეფიციტური, ვიტამინოდეფიციტური ან რკინადეფიციტური ანემიები. შედარებითი ნაკლებობა შეიძლება განვითარდეს ასევე მოზარდობისა და ორსულობის პერიოდში, როცა ამ საშენ მასალებზე «მოთხოვნილება» აღემატება მათ მიწოდებას ორგანიზმისათვის.

·        პოსტჰემორაგიული ანემიები - ვითარდება მწვავე ან ქრონიკული სისხლდენების შედეგად.

·     ჰიპო- და აპლასტიური ანემიები - ვითარდება ღეროვანი უჯრედების (ერითროციტების  საწყისი უჯრედები) დაღუპვის ან ფუნქციონირების დარღვევის შედეგად. თანდაყოლილი მუტაციის შედეგია, ხოლო შეძენილი ანემიები შესაძლებელია განვითარდეს რადიაციის შემდეგ.

·        ჰემოლიზური ანემიები - არის თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი ანემიები ვითარდება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების (მედიკამენტები, ანტისხეულები, მიკრობული შხამები) ან მექანიკური ფაქტორების (მაგ. გულის ხელოვნურ სარქველებთან შეხება) ზემოქმედების შედეგად. თანაყოლილიმუტაციის შედეგია, მაგ. ასეთ მთხვევა შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ერითროციტის მემბრანის დეფექტს ან ანომალურ ჰემოგლობინს.

ერითროციტების რაოდენობის მომატებას ერითროციტოზი ეწოდება.

·  აბსოლუტური ერითროციტოზი შესაძლებელია იყოს ნორმალური სისხლწარმოქმნის გაძლიერების შედეგი. ის შეიძლება განვითარდეს ფილტვების ქრონიკული დაავადებების, გულის მანკების, თანდაყოლილი ჰემოგლობინოპათიის დროს. ანომალური ჰემოგლობინის მქონე ადამიანებში კომპენსატორულად იზრდება ერითროციტების რაოდენობა, ვინაიდან ჰემოგლობინს არ შეუძლია ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით გადატანა. თირკმელების ქრონიკული იშემიის დროს ადგილი აქვს ერითროციტოზს, ვინაიდან ხდება ნორმასთან შედარებით ერითროპოეტინის ჭარბი პროდუქცია, რომელიც ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას. აბსოლუტური ერთროციტოზის მიზეზი შეიძლება იყოს პათოლოგიური სისხლწარმოქმნა, რაც სისხლმბადი სისტემის სიმსივნური დაავადების.. ვაკეზის დაავადების შედეგია.

·        შედარებითი ერითროციტოზი ვითარდება ორგანიზმის გაუწყლოვნების შედეგად.

ერითროციტების რაოდენობითი ცვლილების გარდა შესაძლებელია მათი ზომებისა და ფორმის ცვლილებები.

ერითროციტების ცვლილებები ფორმის, ზომების და შეღებვის უნარის მიხედვით ასახულია ანემიების კლასიფიკაციაში:

·        ერითროციტების დიამეტრის შემცირება - მიკროციტოზი აღინიშნება რკინადეფიციტური და ჰემოლიზური ანემიების დროს.

· მათი დიამეტრის გაზრდა, ანუ მაკროციტოზი აღინიშნებაВ12-დეფიციტური და ფოლიუმ-დეფიციტური ანემიების (ვიტამინოდეფიციტური ანემიები) დროს. მაკროციტოზი შესაძლოა იყოს აგრეთვე ჰიპოპლასტიური ანემიების დროს.

·        ერითროციტების ფორმის ცვლილება შესაძლებელია რკინადეფიციტური ანემიების (პოიკილოციტოზი, როცა ერითროციტებს აქვთ სხვადასხვა ფორმა), ასევე ზოგიერთი ჰემოგლობინოპათიის (ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, ანუ თალასემია) დროს.

 

 

ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებები

 

ლეიკოციტების რაოდენობის მომატებას ეწოდება ლეიკოციტოზი, ხოლო შემცირებას - ლეიკოპენია.

ლეიკოციტოზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური. პირველი მათგანი შეიძლება შეგვხვდეს ჯანმრთელ ადამიანებში, ხოლო მეორევითარდება სხვადასხვა დაავადებების დროს.

ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზს იწვევს:

·        საკვების მიღება (ლეიკოციტების რაოდენობა არ აღემატება 10-12 • 109/);

·        ფიზიკური სამუშაო, ცხელი ან ცივი აბაზანის მიღება;

·        ორსულობა, მშობიარობა, მენსტრუაციისწინა პერიოდი.

.. გათვალისწინებით, სისხლის ჩაბარება უნდა მოხდეს უზმოდ, არ უნდა შევასრულოთ მზიმე ფიზიკური სამუშაო. ცალკე ნორმებია გათვალისწინებული ორსული, მშობიარე და მეძუძური ქალებისათვის, ასევე ბავშვებისათვის (ასაკის მიხედვით).

პათოლოგიური ლეიკოციტოზის მიზეზებია:

·         ინფექციური დაავადებები (პნევმონია, სეფსისი, მენინგიტი, პიელონეფრიტი და სხვ.). იმუნური სისტემის უჯრედების უპირატესი დაზიანებით მიმდინარე ინფექციური პათოლოგიები (ინფექციური მონონუკლეოზი და ინფექციური ლიმფოციტოზი), მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ანთებითი დაავადებები (პერიტონიტი, ფლეგმონა და სხვ.)*;

*შენიშვნა:

გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი ინფექციური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ლეიკოპენიით (მუცლის ტიფი, მალარია, ბრუცელოზი, წითელა, წითურა, გრიპი, ვირუსული ჰეპატიტი მწვავე ფაზაში);

თუკი ინფექციური დაავადების მწვავე ფაზაში არ არის ლეიკოციტოზი - ეს  არასასურველ ნიშნად ითვლება და მეტყველებს ორგანიზმის დაბალ რეაქტიულობაზე (წინააღმდეგუნარიანობაზე).

·        არამიკრობული ეტიოლოგიის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა და სხვ.);

·        სხვადასხვა ორგანოების ინფარქტები (მიოკარდიუმის, ფილტვის და სხვ.) - მათ საფუძვლად უდევს ასეპტიური ანთება;

·        დამწვრობა დიდ ფართობზე;

·        დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;

·        ავთვისებიანი სიმსივნეები (ონკოლოგია)*;

*გამონაკლისი: ძვლის ტვინში არსებულმა მეტასტაზებმა შესაძლოა დაარღვიოს სისხლწარმოქმნა და გამოიწვიოს ლეიკოპენია.

·        პროლიფერაციით მიმდინარე სისხლის სიმსივნური დაავადებები (ლეიკოზები), თუმცა ეს ეხება მხოლოდ ლეიკემიურ (50-80• 109/ ლეიკოციტზე მეტი) და სუბლეიკემიურ (50-80• 109/ ლეიკოციტი) ფორმებს*;

*გამონაკლისი: ლეიკოციტოზი არ იქნება ლეიკოპენიური (ლეიკოციტების რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია) და ალეიკემიური (ლეიკოციტების რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია, არ არის ბლასტურიუმწიფარი უჯრედები) ფორმების დროს;

·        ურემია, დიაბეტური კომა;

·        სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა) - ლეიკოციტოზი 15-20 • 109/, ნეიტროფილების რაოდენობის მომატებით 90%-მდე.

ლეიკოპენიაეს არის ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება. მისი გამომწვევი მიზეზებია:

·        ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების (მაგ. ბენზოლის) ზემოქმედება;

·        სხადასხვა სამკურნალწამლო პრეპარატების (ამიდოპირინი, ბუტადიონი, რეოპირინი, სულფანილამიდი, ციტოსტატიკები) მიღება;

·        მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება (რენტგენის გამოსხივება, რადიაცია);

·        სისხლწარმოქმნის დათრგუნვა (უკმარისობაძვლის ტვინის ჰიპოპლაზია);

·  სისხლის დაავადებები (ლეიკოზები) - ლეიკოპენიური და ალეიკემიური ფორმები, ასევე სხვა ფორმები ციტოსტატიკების გადამეტდოზირების შემთხვევაში;

·        სიმსივნური მეტასტაზები ძვლის ტვინში;

· ელენთის დაავადებები, რომლის დროსაც ამ ორგანოში გაძლიერებულად წარმოებს სისხლის უჯრედების დაშლა (მაგ. სპლენომეგალიით მიმდინარე ღვიძლის ციროზი), ლიმფოგრანულემატოზი;

·        ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება (აკრომეგალია, კუშინგის სინდრომი და დაავადება);

 

 ლიმფოციტების რაოდენობის ცვლილებები

ლიმფოციტების რაოდენობის მომატებას  ლიმფოციტოზს უწოდებენ. დაქვეითებასლიმფოციტოპენიას, ლიმფოპენიას. ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს აბსოლუტური (ანალიზში აისახება უჯრედების რაოდენობა მოცულობით ერთეულში) ან შეფარდებითი (სისხლის ანალიზში გამოხატება პროცენტებში, ამასთან ლიმფოციტების რაოდენობის შეცვლა ხდება სისხლის შრატში სხვა უჯრედების, მაგ. ნეიტროფილების რაოდენობის მომატების ან დაკლების ხარჯზე).

აბსოლუტური ლიმფოციტოზის მიზეზი შეიძლება იყოს:

1.      ქრონიკული ლიმფოლეკოზი (ორგანიზმის ქსოვილების პროლიფერაციული ზრდა  უჯრედების ახლადწარმოქმნა - გამრავლების ხარჯზე);

2.      ქრონიკული სხივური დაავადება;

3.      ბრონქული ასთმა;

4.      თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული პროდუქცია);

5.      ზოგიერთი ინფექციური დაავადება (ყივანახველა, ტუბერკულოზი);

6.      სპლენექტომიის შემდგომი მდგომარეობა (ელენთის ამოკვეთის შემდეგ, მაგ. ტრავმის გამო);

7.      ნარკოტიკების მიღება.

აბსოლუტურ ლიმფოპენი იწვევს:

1.      ლიმფოიდური სისტემის განვითარების ანომალიები (ამ დროს ძვლის ტვინში ლიმფოციტები არასაკმარისად  გამომუშავდება);

2.      მაიონიზებელი გამოსხივება (ზოგჯერ);

3.      სისხლის სისტემის პროლიფერაციული დაავადებები (ლეიკოზები, მიელომა, ლიმფოსარკომა, სარკოიდოზი, კარცინომა);

4.      აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა);

5.      კუშინგის დაავადება, კორტიკოსტეროიდების მიღება;

6.      ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმა (კაზეოზური პნევმონია, მილიარული ტუბერკულოზი);

7.      ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

T ლიმფოციტების რიცხვის განსაზღვრა ხდება როზეტების წარმოქმნის მეთოდის მეშვეობით.

T-ლიმფოციტების რაოდენობა ნორმაში: შეფარდებითი შემცველობა 50-90%, ხოლო აბსოლუტური შემცველობა - 800-2500 ან 0,8-2,5• 10 9 /.

ლიმფოციტების სუბპოპულაციები (T-ჰელპერები, T-სუპრესორები) განისაზღვრება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით. მათი თანაფარდობა, ანუ T-ჰელპერების თანაფარდობა T-სუპრესორებთან, განისაზღვრება თეოფილინის ტესტის გამოყენებით. თეოფილინის ზეგავლენით T-სუპრესორები კარგავენ როზეტის წარმოქმნის უნარს, რის გამოც ასეთმა უჯრედებმა მიიღეს თეოფილინ-მგრძნობიარე (თმ) უჯრედების სახელწოდება. .. თეოფილინ-რეზისტენტული უჯრედების (თრ) უმეტეს პროცენტულ შემადგენლობას წარმოადგენენს T-ჰელპერები.

თრ/თმ მაჩვენებელი ნორმაში შეადგენს 2,5-3,5.

T-ლიმფოციტების რაოდენობის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს:

1.      ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები;

2.      შენელებული ტიპის ზემგრძნობელობის რეაქცია (T უჯრედების ხარჯზე განხორციელებული ალერგიული რეაქციიების სახესხვაობა, მაგ. ალერგიული დერმატიტი);

3.      რეკონვალესცენცია (გამოჯანმრთელება);

4.      ტუბერკულოზი.

 

T-ლიმფოციტების რაოდენობა შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს:

1.      ქრონიკული ბაქტერიული ინფექციები;

2.      იმუნოდეფიციტი;

3.      სიმსივნეები;

4.      ტუბერკულოზი;

5.      სტრესი;

6.      ტრავმა;

7.      დამწვრობა;

8.      სისხლჩაქცევა;

9.      ალერგიის ზოგიერთი ტიპი;

10.  ინფარქტი.

 

T-ჰელპერების ნორმა :

 შეფარდებითი შემცველობა 30-50%,

                         აბსოლუტური შემცველობა 600-1600კლ/მკლ ან 0,6-1,6•109/


T-
ჰელპერების რაოდენობის მომატებას იწვევს:

1.      ინფექციები;

2.      ალერგია;

3.      აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტები, ჰემოლიზური ანემია, აუტოიმუნური გლომერულონეფრიტი და სხვ.);

 

T-ჰელპერების შემცველობის დაქვეითებას იწვევს:

1.      იმუნოდეფიციტეტური მდგომარეობა;

2.      შიდსი;

3.      ციტომეგალოვირუსული ინფექციები;

 

B-ლიმფოციტების ნორმა:

    შეფარდებითი შემცველობა 10-30%

                             აბსოლუტური შემცველობა 100-900კლ/მკლ ან 0,1-0,9• 10 9/

B-ლიმფოციტების რაოდენობის მომატებას იწვევს:

1.      ინფექციები;

2.      აუტოიმუნური დაავადებები;

3.      ალერგიული დაავადებები;

4.      ლიმფოლეიკოზები;

5.      მიელომური დაავადება.

B-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებას იწვევს:

1.      იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;

2.      სიმსივნეები.