<< საწყისი გვერდი

ქართულად: 

ქათმის გრიპი
2007.03.01 

ფრინველის გრიპის პრევენცია საქართველოში

საქართველოში ფრინველის გრიპის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. რეგიონებში ყველა სახეობის თითო ფრინველი დახოცეს და ანალიზისთვის თბილისის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
ვაშლიჯვარში ფრინველები პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან მიიტანეს.
პრევენციული ღონისძიებები გაზაფხულის მოახლოებას უკავშირდება. წლის განმავლობაში ფრინველის ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე მარტშია მოსალოდნელი.