|
2009.12.28 ღუდუშაურის საავადმყოფოში H1N1 ვირუსით ინფიცირებული 4 მძიმე პაციენტი რჩება
ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული ე.წ. ღორის გრიპით დაავადებული 24 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ვირუსით დაინფიცირებულთა შორის არიან ფეხმძიმეებიც.
ღუდუშაურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში სულ 4 მძიმე პაციენტი რჩება. ბოლო მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსის 1026 შემთხვევაა დაფიქსირებული.
|