<< საწყისი გვერდი


2010.01.04 

საქართველოში H1N1 ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვლის თვეში ელოდებიან

საქართველოში H1N1 ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვლის თვეში ელოდებიან.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 1121 შემთხვევაა, მათგან 15 გარდაიცვალა. რამდენიმე პაციენტი მძიმე მდგომარეობაში კვლავ რჩება ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოებში. მათგან უმეტესობა თბილისის კლინიკებში მკურნალობს.
მისივე თქმით, გრიპის შემთხვევების ახალი ტალღა თებერვალში იქნება, თუმცა მეორე ტალღა პირველთან შედარებით უფრო სუსტი იქნება.