<< საწყისი გვერდი


2010.01.04 

ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში უკვე 17 ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში უკვე 17 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განაცხადა, გარდაცვლილთა შორის 6 ფეხმძიმე და ერთი არასრულწლოვანია. მისივე თქმით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია 1126 ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევა. ნოემბრიდან დღემდე 140 000 სხვადასხვა გრიპის შემთხვევაა დარეგისტრირებული.