<< საწყისი გვერდი


2010.01.06 

H1N1 ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები იკლებს

H1N1 ვირუსით დაინფიცირების ტენდენცია კლებისკენ წავიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ პიკმა გადაიარა, თუმცა კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის სულ 1160 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. სპეციალისტების განმარტებით, ვირუსს გართულებები ძირითდად ფეხმძიმეებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში ახლავს.

ამ ეტაპზე ფატალურად ვირუსის 17 შემთხვევა დასრულდა. მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რითაც შემდგომ გართულებებს თავიდან აიცილებენ.