|
2010.01.06 ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით 39 ადამიანი მკურნალობს
ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ე.წ. “ღორის გრიპის” დიაგნოზით ამ დროისათვის 39 ადამიანი მკურნალობს.
როგორც ქუთაისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, დაავადებათა მაჩვენებელმა იკლო. პაციენტებიდან უმრავლესობა იმერეთისა და სამეგრელოს რაიონებიდანაა. დაავადებულებს ქუთაისის ოთხ საავადმყოფოში მკურნალობენ, მათგან ორი ადამიანის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
ბოლო ერთი თვის მანძილზე ქუთაისში ე.წ. “ღორის გრიპით” შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ფეხმძიმე იყო.
|