<< საწყისი გვერდი


2010.01.08 

ქუთაისში H1N1 ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა იკლო

ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების მაჩვენებელმა, გასული წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, იკლო.
როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, ტამიფლუს პროგრამით ამ დროისთვის მხოლოდ 22 ადამიანი მკურნალობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსისგან 30-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.
ამასთან, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. იგი სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.
H1N1–ის დიაგნოზით ქუთაისის სამედიცინო კლინიკებში ბოლო ორ თვეში 7 ადამიანი გარდაიცვალა.