<< საწყისი გვერდი


2010.01.12 

საქართველოში H1N1 ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კლებულობს

საქართველოში H1N1 ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კლებულობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ,რომ კლების ტენდენცია 40 პროცენტია.

H1N1 ვირუსით დაინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ 7 ადამიანის მდგომარეობაა შედარებით მძიმე და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან გადაყვანილი.

ვირუსის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული. ბოლო გარდაცვლილი 48 წლის თბილისში მცხოვრები მამაკაცია, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 1182 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი H1N1 ვირუსის მეორე ტალღას თებერვლის ბოლოს ელოდება.