<< საწყისი გვერდი


2010.01.14 

რეგიონის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველო H1N1 ვირუსის სტატისტიკას არ მალავს

"სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით H1N1 ვირუსის სტატისტიკას არ ვმალავთ", ამ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აკეთებს.

მისი მტკიცებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც კი აღნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონში "ღორის გრიპის" ყველაზე ზუსტი აღრიცხვა ტარდება. ამასთან, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ვირუსის დადასტურებული 1200–მდე შემთხვევიდან 19 გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია, თუმცა საგანგაშო სტატისტიკა არაა. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში დადასტურებული 1200 შემთხვევიდან გარდაცვალების 900 ფაქტია დაფიქსირებული.