|
2010.01.21 H1N1 ვირუსის კიდევ ერთი ლეტალური შემთხვევა
H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. 48 წლის მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში დღეს დილით დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 1246 შემთხვევაა, მათგან 24 გარდაიცვალა. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საავადმყოფოებში მძიმე მდგომარეობაში დაახლოებით 7 პაციენტი იმყოფება
|