<< საწყისი გვერდი


2010.01.21 

საქართველოში H1N1 ვირუსის პანდემიის საშიშროება აღარ არსებობს

ამ დროისთვის საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელების პიკი დაძლეულია და პანდემიის საშიშროება აღარ არსებობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებვრივი ჯანმრთერლობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე მონაცემებით, შემოდგომიდან დღემდე საქართველოში მწვავე რესპირატორული დაავადების 160 ათასი შემთხვევა აღირიცხა, მათგან 120 ათასამდე "ღორის გრიპს" უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, დღემდე საქართველოში H1N1 ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.