|
2010.01.25 H1N1 ვირუსით 18 წლის გოგონა გარდაიცვალა
H1N1 ვირუსით ღუდუშაურის კლინიკაში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა. პაციენტი ცერებრალური დამბლით იყო ავად და ვირუსის შემდგომი გართულება სწორედ ამან გამოიწვია. საქართველოში H1N1 ვირუსის სულ 1247 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. აქედან 26 სიკვდილით დასრულდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაავადების კლების დადებითი დინამიკა აღინიშნება. თუმცა, სპეციალისტები მოსახლეობას სთხოვენ სიფრთხილე გამოიჩინონ და ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
|