<< საწყისი გვერდი


2010.01.26 

საქართველოში H1N1 ვირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში H1N1 ვირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი საკუთარ ოჯახებში მკურნალობენ. საქართველოში H1N1 ვირუსის სულ 1247 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. აქედან 26 სიკვდილით დასრულდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაავადების კლების დადებითი დინამიკა აღინიშნება. თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას სთხოვენ სიფრთხილე გამოიჩინონ და ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს