|
2010.01.29 H1N1 ვირუსით 37 ადამიანი დაინფიცირდა
სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით დაინფიცირდა 37 ადამიანი ორგანიზაცია "მესხთა კავშირის" სემინარზე. აქვთ თუ არა მათ ე.წ. ღორის გრიპი ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. დაინფიცირებულები თავდაპირველად ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 36 მათგანი გაწერეს, მათ მკურნალობა სახლში უტარდებათ.
ერთი პაციენტი სტაციონარში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაავადებულთა უმრავლესობა ახალციხიდან და ქვემო ქართლიდანაა.
|