|
2010.02.01 H1N1 ვირუსი დაუდასტურდა ორგანიზაცია "მესხთა კავშირის" სემინარზე დაინფიცირებულ 37 ადამიანს
H1N1 ვირუსი დაუდასტურდა ორგანიზაცია მესხთა კავშირის სემინარზე დაინფიცირებულ 37 ადამიანს. იფორმაციას ამის შესახებ ოფიციალურად ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. დაინფიცირებულები მკურნალობას რეგიონებში გადიან.დაახლოებით 10 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, დანარჩენები კი სახლში მკურნალობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროს ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, ისინი, ვინც სტაციონარში იმყოფებიან, ექიმები ორ სამ დღეში სახლში გაწერენ.
|