<< საწყისი გვერდი


2010.02.05 

H1N1 ვირუსის ახალ ტალღას სპეციალისტები 15 თებერვლიდან პროგნოზირებენ

ჯანდაცვის სამინისტრო H1N1 ვირუსის ახალი ტალღისთვის ემზადება.
მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი რეგიონების სამედიცინო სფეროს ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი H1N1 ვირუსის ახალი ტალღის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნაა.
კვიტაშვილმა რეგიონების წარმომადგენლებს მონიტორინგის კომპიუტერული პროგრამა გააცნო, რომლითაც უნდა დაფიქსირდეს გამოძახება და პაციენტის დიაგნოსტირება–მკურნალობაზე ინფორმაცია.
ამასთან, შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელებს, რომელთაც შეძლეს მობილიზებულად და ოპერატიული მუშაობის შედეგად გადაეტანათ ვირუსის პირველი ტალღა.
ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ გრიპის სეზონზე სამედიცინო დაწესებულებებს 160 000–მა ადამიანმა მიმართა. მათგან ჰოსპიტალიზებულია 10 000;
მისივე თქმით, H1N1 ვირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა პირველთან შედარებით სუსტი იქნება. ვარაუდობენ შემთხვევების შემცირებას, რომელთა რაოდენობა სეზონისთვის დამახასიათებელ მაჩვენებელს არ აცდება.
ახალი ტალღის დაწყებას სპეციალისტები 15 თებერვლიდან პროგნოზირებენ. ბოლო მონაცემებით, ვირუსის შედეგად, საქართველოში 28 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,01 %–ს შეადგენს, რაც, სამინისტროს განმარტებით, სეზონურ პიკზე დაბალია.