<< საწყისი გვერდი


2010.02.08 

ალექსანდრე კვიტაშვილი: H1N1–ის მეორე ტალღას მომზადებული ვხვდებით

საქართველო H1N1 ვირუსის მეორე ტალღას მომზადებული ხვდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი აცხადებს. მისი ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით გრიპის მეორე ტალღას მაქსიმალურად მომზადებულები ხვდებიან, რეგიონებში შესაბამისი მედიკამენტები ჩატანილია და მედპერსონალიც მაქსიმალურადაა მობილიზებული. მისივე თქმით, მოსახლეობის დიდმა უმრავლეოსობამ ვირუსი პირველი ტალღის დროს გადაიტანა და იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკის თანახმად, გრიპით ხელმეორედ დაავადების ალბათობა საკმაოდ მცირეა, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა, რომელიც მთელი თებერვლის განმავლობაშია მოსალოდნელი, უფრო მსუბუქად ჩაივლის. როგორც ცნობილია, ვირუსის პირველ ტალღას საქართველოში 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მინისტრის ინფორმაციით, თითქმის ყველა გარდაცვლილი ე.წ. რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებოდა. აქვე შეგახსენებთ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, „ღორის გრიპის“ პირველი ტალღისას საქართველოში ვირუსის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე მაღალი იყო.