<< საწყისი გვერდი


2010.02.09 

H1N1 ვირუსით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა უკვე დადასტურებულია.
მას ქრონიკული დაავადება - ტუბერკულოზიც ჰქონდა. მამაკაცი საავადმყოფოში ერთ კვირაზე მეტხანს მკურნალობდა.
დღეისთვის საქართველოში ვირუსის შედეგად 29 ადამიანია გარდაცვლილი. ლაბორატორიულად კი 1274 შემთხვევაა დადასტურებული.