|
2010.02.11 ქუთაისში 70 წლის ქალბატონი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა
ქუთაისში 70 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსია. ქალბატონი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა.
ის სტაციონარში იანვარში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
საქართველოში დღეისათვის ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 1276 შემთხვევაა გამოვლენილი.
სპეციალისტები ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების ახალ ტალღას 15 თებერვლის შემდეგ ელოდებიან, რომელიც პირველთან შედარებით უფრო სუსტი იქნება.
|