|
2010.02.11 რეგიონებში ექიმებთან კონსულტაციები იწყება
საგანგებო სიტუაციების სამსახურის კოორდინაციით, საქართველოს ყველა რეგიონში ექიმებთან კონსულტაციები იწყება.
შეხვედრის მიზანია, H1N1 ვირუსის საწინააღმდგეგოდ, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებს რენტგენის ფირები, მედიკამენტები და პირბადეები გადაეცემათ.
მომავალი შეხვედრა უკვე დაგეგმილია გურიაში. მსგავსი შეხვედრები თვის ბოლომდე გასტანს.
საქართველოში დღეისათვის ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 1276 შემთხვევაა გამოვლენილი.
სპეციალისტები ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების ახალ ტალღას 15 თებერვლის შემდეგ ელოდებიან, რომელიც პირველთან შედარებით უფრო სუსტი იქნება.
|