<< საწყისი გვერდი


2010.02.12 

გრიპის ვირუსის გართულებული მორიგი შემთხვევა

გრიპის ვირუსის გართულებული მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. გვიან ღამით 27 წლის კახაბერ ვარდოსანიძე ქუთაისიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
პაციენტს ფილტვების მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დაინფიცირებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. უკვე აღებულია სინჯები, რათა გაირკვეს, არის თუ არა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის ვირუსი.

ლაბორატორიული პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. კახაბერ ვარდოსანიძე დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში. ჯამრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში რჩება და მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.