|
2010.02.15 H1N1 ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
საქართველოში H1N1 ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ვირუსის შედეგად კიდევ ერთი, მცხეთაში მცხოვრები, 32 წლის ქალბატონი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია.
საქართველოში დღეისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია 1279 შემთხვევა, მათგან 31 გარდაიცვალა.
|