|
2010.02.16 H1N1 ტიპის ვირუსის გამოვლენის შემთხვევები მატულობს
H1N1 ტიპის ვირუსის გამოვლენის შემთხვევები მატულობს. სპეციალისტთა ვარაუდით, ეს შესაძლოა ვირუსის ახალი ტალღის დასაწყისი იყოს.
იმატა სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვის შემთხვევებმა, ლაბორატორიულად ათას სამასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შემთხვევათა მატება უმნიშვნელოა და პანიკის საფუძველს არ ქმნის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის მეორე ტალღა დაიწყება, ის პირველზე გაცილებით მსუბუქი იქნება
|