<< საწყისი გვერდი


2010.02.17 

H1N1-ის სიმპტომებით პაციენტების რიცხვმა იმატა

H1N1 ტიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით, სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვის შემთხვევებმა იმატა.

იაშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი რეანიმობილით ბორჯომიდან გადმოიყვანეს. მას გართულებული ვირუსული პნევმონია აღენიშნება.

ასეთივე სიმპტომებით თბილისის მეოთხე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული ხაშურიდან გადმოყვანილი 23 წლის ახალგაზრდა.

განეკუთვნება თუ არა ეს ორი შემთხვევა, H1N1 ტიპის ვირუსს, ლაბორატორიული ანალიზების შედეგად გახდება ცნობილი.

ბოლო შემთხვევა ქუთაისში 2 დღის წინ მოხდა. გარდაცვლილია 47 წლის მამაკაცია. ლაბოტარორიულად დღეს დადასტურდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი გახდა.