<< საწყისი გვერდი


2010.02.19 

ვის ინტერესებშია მედიკამენტების ექსკლუზიურად შემოტანის აკრძალვა?

ვის ინტერესებშია საქართველოში ფართო მოხმარების მედიკამენტების ექსკლუზიურად შემოტანის აკრძალვა? 100–მდე დასახელების მედიკამენტის დარეგისტრირება „საქპატენტში“ აღარ მოხდება. მათ შორისაა „ანალგინი“, „კლოფელინი“, „ციტრამონი“, „ასკოფეინი“ და სხვა. “საქპატენტის” ამ გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის განცხადება უძღოდა. მიხეილ სააკაშვილმა კომპანიები მონოპოლისტობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, ისინი საპატენტო ბიუროსთან კორუფციული გარიგებით ცდილობდნენ მედიკამენტებზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. „საქპატენტის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ფართო მოხმარების მედიკამენტების უმრავლესობა ერთ კომპანიას აქვს დაპატენტებული და ფასებსაც ის ადგენს. ირაკლი ღვალაძის განცხადებით, ამიერიდან მათი შემოტანა ყველას შეეძლება, რაც კონკურენციას გაზრდის და ფასებს დაარეგულირებს.

მედიკამენტების პატენტის ექსკლუზიური მფლობელი უკრაინული კომპანია „ფარმაკია“. მას საქართველოში 6 დასახელების მედიკამენტი შემოაქვს. ფარმცევტული ბაზრის ლიდერებმა კი “საქპატენტის“ ინიციატივის შემდეგ განაცხადეს, რომ ფართო მოხმარების მედიკამენტების დაპატენტებამ ფარმაცევტული ბაზარი დააზარალა. აკრძალვის შემდეგ მედიკამენტების შემოტანას ერთზე მეტი კომპანია შეძლებს, რაც მათ გაიაფებას გამოიწვევს.