|
2010.03.02 H1N1 ვირუსით აჭარაში 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
H1N1 ვირუსით აჭარაში კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან იტყობინებიან. გარდაცვლილი 41 წლის მამაკაცი აჭარაში მკურნალობდა.
ოფიციალური ინფორმაციით, H1N1 ვირუსით საქართველოში უკვე 33 ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურებულია ვირუსის 1286 შემთხვევა.
|