<< საწყისი გვერდი


2010.03.02 

ტრანკვილიზატორი ვალიუმი ზრდის ტვინში დოფამინის დონეს

ტრანკვილიზატორი ვალიუმი ჰეროინის მსგავსად ზრდის ტვინში დოფამინის დონეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჟენევის უნივერსიტეტის (შვეიცარია) თანამშრომლები. შვეიცარელი მეცნიერების აღმოჩენით შეიძლება აიხსნას ამ მედიკამენტისადმი მიჩვევის სინდრომის განვითარება.
დიაზეპამი (საპატენტო სახელწოდებით, ვალიუმი) ბაზარზე გამოჩნდა 1963 წელს. მისი წარმოება დაიწყო შვეიცარულმა ფარმაცევტულმა ფირმამ Hoffmann-La Roche. ეს პრეპარატი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ნარკომანებს შორის, როგორც ჰეროინის იაფფფასიანი შემნაცვლებელი.
მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ვალიუმის ზემოქმედებით გამომუშავდება ქიმიკატი GABA, რომელიც ზრდის დოფამინის დონეს ტვინის ცალკეულ უბნებში, რომლებიც აქტიურდებიან ოპიოიდებისა და კანაბოიდების ზემოქმედებით. ეფექტი დამოკიდებულია ბენზოდიაზეპინების შესაძლებლობაზე, შეუკავშირდნენ GABA რეცეპტორების განსაზღვრულ ნაწილს.
სხვა ანტიკონვულსანტები - ბენზოდიაზეპინები, რომლებიც მოლეკულას სხვა ადგილებში მიემაგრებიან, უზრუნველყოფენ თერაპიულ ეფექტს მიჩვევის გვერდითი ეფექტების გამომუშავების გარეშე.