|
2010.03.04 H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოში მარტის ბოლოსთვის ელოდებიან
H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოში მარტის ბოლოსთვის ელოდებიან.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, I ეტაპზე საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, დაახლოებით, 150 ათასი ერთეული ვაქცინა გამოიგზავნება. ვაქცინები რისკ-ჯგუფებისთვის: ექიმებისა და მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.
ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევების გამოვლენის ფაქტებმა ბოლო დღეებში მკვეთრად იკლო და დაავადების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. თუმცა, ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან ინფიცირების შემთხვევების გარკვეული მატება კვლავ მოსალოდნელია.
საქართველოში ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 1286 შემთხვევაა აღრიცხული, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა.
|