|
2010.03.05 ნიტრატების ხანგრძლივი მიღება ამცირებს გულის მძიმე დაზიანებების სიხშირეს
იტალიელი მეცნიერის Giuseppe Ambrosio-სა და მისი კოლეგების მიერ პერუჯის უნივერსიტეტში ჩატარებული იქნა კვლევა, რომელშიც გააანალიზეს მწვავე კორონარული სინდრომის რეგისტრის მონაცემები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას 52 693 პაციენტის შესახებ. ამ პაციენტების 80% ადრე არ იღებდა ნიტრატებს, ხოლო 20% -ნიტრატებს იღებდა მუდმივად.
აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფში, რომელიც ხანგრძლივად იღებდა ნიტრატებს, ST სეგმენტის ცდომის გარეშე მწვავე კორონარული სინდრომის განვითარების სიხშირემ შეადგინა 82%, მაშინ, როდესაც მიოკარდიუმის ინფარქტმა ST -სეგმენტის ცდომით - მხოლოდ 18%. იმ პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ნიტრატებს, ამ ციფრებმა, შესაბამისად, შეადგინა - 59% და 41%. გარდა ამისა, იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ ნიტრატებს, მიოკარდიუმის ნეკროზის მარკერების დონე აღმოჩნდა დამაჯერებლად დაბალი, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც ნიტრატებს არ იღებდნენ.
კვლევის ავტორების დასკვნით, ნიტრატების ხანგრძლივი მიღება ხელს უწყობს მიოკარდიუმის დაზიანების სიმძიმის მნიშვნელოვან შემცირებას მწვავე კორონარული სინდრომის განვითარების შემთხვევაში.
|