|
2010.03.15 H1N1-ის მეორე ტალღა დასრულდა
H1N1 ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ეს ეტაპი უფრო მსუბუქი იყო ვიდრე პირველი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით დაავადებათა ცალკეული შემთხვევები კვლავაც გამოვლინდეს. სპეციალისტები ვირუსის მასიური გავრცელების სეზონად ისევ შემოდგომა - ზამთრის პერიოდს ასახელებენ.
საბოლოო მონაცემებით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 1287 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. ამ ვირუსით ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკით 33 ადამიანი გარდაიცვალა.
|