<< საწყისი გვერდი


2010.03.22 

კოქტეილი სიბერის წინააღმდეგ

მეცნიერებმა კანადის მაკ-მასტერის უნივერსიტეტიდან შეიმუშავეს კოქტეილი, რომელიც შედგებოდა დაბერების საწინააღმდეგო ინგრედიენტებისაგან. ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ახალ კომპლექსს შეუძლია შეამციროს ფიზიკური დისფუნქციის განვითარება, რომელიც დაბერების დროს მთავარ პროცესს წარმოადგენს.
კანადელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ ვიტამინურ ნაკრებში შევიდა: ოლიუმის მჟავა, В1, С, D და E ვიტამინები, აცეტილსალიცილის მჟავა, ბეტაკაროტინი, ნიორი, კოჭა, გინკო ბილობა, ჯენშენი, მწვანე ჩაის ექსტრატი, მაგნიუმი, მელატონინი, კალიუმი, თევზის ქონი და სელის ზეთი.
კოქტეილი ტესტირებული იქნა ლაბორატორიულ თაგვებზე. ცდის ქვეშ მყოფი ცხოველები, რომლებზეც გამოცადეს ახალი კომპლექსი, ასაკის მატების მიუხედავად ინარჩუნებდნენ ისეთივე მოტორულ აქტივობას, როგორც ახალგაზრდა ცხოველები. ხანდაზმულ ცხოველებში, რომლებიც არ იღებდნენ კვებით დანამატებს, მოძრაობითი აქტივობა დაქვეითდა 50%-ით
დამტკიცებული იქნა, რომ ზ.ა. კოქტეილი ზრდის უჯრედების აქტივობას, რაც ინარჩუნებს მიტოქონდრიებში ენერგიას და ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას. მეცნიერთა მონაცემების მიხედვით, სწორედ თავისუფალი რადიკალების აქტივობა წარმოადგენს ადამიანის ასაკით განპირობებული, ბუნებრივი სიკვდილის ძირითად მიზეზს, ასევე ისეთი დაავადებების განვითარების მიზეზს, როგორიცაა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ავთვისებიანი სიმსივნე, გულის დაავადებები.