|
2010.03.25 ახალი საიმედო მედიკამენტი ტუბერკულოზის წინააღმდეგ
ინგლისელი მკვლევარების მიერ აღმოჩენილია ნაერთი, რომლის საფუძველზეც მოხდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალი ეფექტური მედიკამენტის ფორმირება.
ტუბერკულოზი ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანს კლავს მსოფლიოში. მისი ზოგიერთი შტამი რეზისტენტულია ამჟამად გამოყენებული მედიკამენტების მიმართ.
მკვლევარებმა პირველად წარმოადგინეს ანტიტუბერკულოზური წამლების ახალი კლასი, რომელიც აღმოჩენილია დიდი ბრიტანეთის აკადემიური კოლაბორაციის მიერ. იგი, ასევე, პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა დიდი ბრიტანეთის ტუბერკულოზის წამლის კვლევის ორგანიზაციის (TBD-UK), რომელიც წარმოადგენს სპეციალისტების შიდანაციონალურ კონსორციუმს, რომელიც სპეციალიზებულია ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი წამლების შემუშავებისთვის.
ახალ კვლევას ხელმძღვანელობდა დოქტორი ჯეოფ კოხონი (Geoff Coxon). მისი თქმით, ტუბერკულოზი ძალზედ კომპლექსური დაავადებაა. იგი სიცოცხლისთვის საშიშია არა მარტო უშუალო მოქმედების გამო, არამედ აივ/შიდს-თან მჭიდრო კავშირითაც, რაც ძალზე ძნელი გამოსავლენი და სამკურნალოა.
გლობალურად, ყოველწლიურად რვა მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება აქტიური ტუბერკულოზით და ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2020 წლისთვის მოსალოდნელია ტუბერკულოზის მიზეზით 36 მლნ ადამიანის სიკვდილი. ამჟამად ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები შემუშავებული 1950-იან წლებში.
ყოველივე ამის გამო, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მკურნალობისთვის ახალი, უფრო ეფექტური წამლების შემუშავება. ინგლისელ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი წამლების ახალი კლასი წარმატებით გადაჭრის ჯანმრთელობის ამ მძიმე პრობლემას.
|