|
2010.04.21 პაციენტებმა, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი, სტაციონარშივე უნდა დაიწყონ ჰიპოლიპიდემიური თერაპია
ინსულტის რეგისტრის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ინსულტის გადატანის შემდეგ პაციენტებმა ჰიპოლიპიდემიური თერაპია უნდა დაიწყონ ჯერ კიდევ სტაციონარში, ვინაიდან ეს ხელს უწყობს განმეორებითი ინსულტის, გულის იშემიური დაავადებისა და სიკვდილიანობის რისკის დაქვეითებას (Am J Cardiol 2010; Advance online publication).
Poh-Shiow Yeh (Chi-Mei Medical Center, ტაივანი) გაანალიზა ტაივანის ინსულტის რეგისტრის შედეგები, რომელშიც შეყვანილი იქნა ტრანზიტორული იშემიური შეტევისა და მწვავე იშემიური ინსულტის შემდეგ კლინიკიდან გამოწერილი 16 704 მოზრდილი ადამიანის მონაცემები, რომლებიც ადრე არ იღებდნენ ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატებს.
სტაციონარიდან გამოწერისას ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატებს იღებდა პაციენტების 24%. მათ შორის იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გამოწერიდან 6 თვის განმავლობაში განუვითარდათ განმეორებითი ინსულტი, გულის იშემიური დაავადება ან ლეტალური გამოსავალი, აღმოჩნდა დამაჯერებლად უფრო ნაკლები იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იტარებდნენ ჰიპოლიპიდემიურ თერაპიას
(შესაბამისად, 5,1% და 7,6%).
|