<< საწყისი გვერდი


2010.04.26 

გაშიფრულია ლეიკემიის პროგრესირების მექანიზმი

მეცნიერებმა გააკეთეს აღმოჩენა, რომელიც შესაძლებელს გახდის შემუშავებული იქნას მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მკურნალობის ახალი საშუალებები. მათ მიერ გამოვლენილი იქნა ურთიერთკავშირი ორგანიზმში არსებულ განსაზღვრულ მოლეკულებსა და ცილებს შორის, რის გამოც დაავადება განიცდის პროგრესირებას.
მკვლევარებმა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტიდან მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მქონე ავადმყოფების გამოკვლევის პროცესში შეამჩნიეს, რომ მათ გააჩნიათ KIT-ცილის მაღალი დონე, ასევე აღმოაჩინეს მოლეკულები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ცილის კონტროლი.
მეცნიერების აზრით, ცილებისა და მიკრო-რნმ-ს მქონე მოლეკულების ახალი ქსელი ბალანსის დარღვევის დროს ხელს უწყობს ლეიკემიის განვითარებას. ისინი თვლიან, რომ ამ მექანიზმის გაგება და KIT-ცილის შემცირება მწვავე მიელოიდურ ლეიკემიასთან ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალება გახდება, ვიდრე ტრადიციული ქიმიოთერაპია.
დღეისათვის მიმდინარეობს იმ მედიკამენტების კლინიკური გამოცდა, რომლებიც მიზანმიმართულნი არიან KIT-ცილის დაბლოკვისაკენ. ეს პრეპარატები - თიროზინკინაზას ინჰიბიტორები, შეუკავშირდებიან რა ცილას, შეაჩერებენ დაავადების პროგრესირებას, თუმცა ცილის მუტაციის შემთხვევაში, მათ შეიძლება დაკარგონ ეფექტურობა.
მწვავე მიელოიდური ლეიკემია - ეს არის სისხლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება სახეშეცვლილი სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) სწრაფი ზრდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის იშვიათი დაავადება, მხოლოდ აშშ-ში ამ დავადების გამო ყოველწლიურად იღუპება დაახლოებით ცხრა ათასი ადამიანი.