<< საწყისი გვერდი


2010.07.02 

მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც ეფექტურად მოხსნის ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეულ ტკივილს

მკვლევარებმა ლესტერის და ფერარის უნივერსიტეტებიდან (იტალია) ერთობლივად შექმნეს პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ მოხსნან ტკივილი კიბოს დროს ისე, რომ არ განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც დამახასიათებელია მორფინის ტიპის გამაუტკივარებელი პრეპარატებისათვის.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტების 90%-ს აწუხებს გაუსაძლისი ტკივილი სიცოცხლის ბოლო წელს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რომლებიც შექმნილია მორფინის საფუძელზე, იწვევენ სუნთქვის დათრგუნვას, ძილიანობას, ობსტიპაციას და მორფინისადმი მდგრადობას, წერს Science Daily.
ტკივილის მოსახსნელად შექმნილი მედიკამეტების ახალი ჯგუფი მოქმედებს ერთდროულად ორ სფეროზე (სხვა ინფორმაცია შეზღუდულია). ეს საშუალებას იძლევა, არამარტო გაიზარდოს ეფექტურობა, არამედ ვებრძოლოთ მდგრადობას. ამ მომენტისათვის მკვლევარები გეგმავენ ჩაატარონ ექსპერიმენტების სერია, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, გამოცადონ ახალი პრეპარატები.