logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი პრეპარატი ფსორიაზის სამკურნალოდ

ახალი პრეპარატი, რომელიც აშშ-ის მკვლევარების მიერ არის შემუშავებული,  ფსორიაზის მქონე პაციენტებს დაეხმარება. ამჟამად ამ ძალზედ შემაწუხებელი დაავადების მკურნალობის ეფექტური მეთოდი არ არსებობს. ფსორიაზის მქონე ადამიანებს ხშირად დეპრესია უვითარდებათ, ასევე დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი ეზრდებათ.
სამი კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი იქსეკიზუმაბი ფსორიაზის მქონე პაციენტების 70-80%-ს აავადების სიმპტომებისაგან სრულად განთავისუფლებაში ეხმარება.  ასეთი შედეგისთვის ადრე არავის მიუღწევია.
კვლევაში ჩართული იყვნენ პაციენტები 21 ქვეყანიდან. ყველა მათგანს დაავადების ზომიერი ან მძიმე ფორმა აღენიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსორიაზული ბალთები სხეულის 10%-ზე მეტს ფარავდა.
60 კვირიანი მკურნალობის შემდეგ მონაწილეთა უმრავლესობამ (75%) მნიშვნელოვანი გაუმჯობესება  აღნიშნა (კანის დაზიანების არაარსებობა ან მინიმალური დაზიანებების კვალი). მათ შორის, ვინც პლაცებოს იღებდა, მსგავსი შედეგი მხოლოდ 3.2%-ს აღმოაჩნდა.
მკვლევარები ამ პაციენტებზე დაკვირვებას მომავალშიც გააგრძელებენ. ჯერჯერობით კი, მათ დაადგინეს, რომ იქსეკიზუმაბის მიღებამ შეიძლება რიგი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, რომელთა შორისაა ნეიტროპენია და ნაწლავების ანთებითი დაავადებები და გარდა ამისა, სოკოვანი ინფექციების განვითარების პროვოცირება.
კენეტ გორდონი (Kenneth Gordon),  ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის  სამედიცინო სკოლიდან (Northwestern University Feinberg School of Medicine), აცხადებს, რომ დღესდღეობით იქსეკიზუმაბი ყველაზე ეფექტურ პრეპარატს წარმოადგენს. მისივე თქმით, 10 წლის წინ ფსორიაზი განუკურნებელ დაავადებად ითვლებოდა.

http://medportal.ru

2016.06.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006