logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ხელოვნური კუჭქვეშა ჯირკვალი

მკვლევართა ჯგუფი კემბრიჯიდან (University of Cambridge) ხელოვნური პანკრეასის შემუშავების პროცესს განაგრძობს. ეს მოწყობილობა დიაბეტის მქონე ადამიანებს გაათავისუფლებს შაქრის დონის მუდმივი შემოწმებისა და რეგულარული ინექციებისგან. სავარაუდოდ, ხელოვნური კუჭქვეშა ჯირკვლის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება ორ წელიწადში უკვე შესაძლებელი იქნება.

მოწყობილობა დიაბეტი ტიპის 1-ის მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. იგი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას თავად საზღვრავს და ინსულინის საჭირო რაოდენობა ორგანიზმში შეჰყავს. ავტორები აღნიშნავენ, რომ შეყვანილი ინსულინის რაოდენობა დამოკიდებულია დღიურ რაციონზე, ფიზიკური აქტივობაზე და მთელ რიგ სხვა ფაქტორებზე. ამჟამად პაციენტებმა სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მუდმივად უნდა აკონტროლონ, რათა ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია დროულად შენიშნონ და  შაქრის დონის შესაბამისი კორექტირება მოახდინონ.

მოწყობილობის მოხალისეებზე ტესტირება უკვე დაიწყო. პაციენტები ამბობენ, რომ ხელოვნური კუჭქვეშა ჯირკვალი მათ თავისუფლებას ანიჭებს, რადგან სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლი აღარ უწევთ.

ამჟამად, დიაბეტის მქონე პაციენტებს ასევე სთავაზობენ ბეტა-უჯრედების გადანერგვას ან მთელი პანკრეასის ტრანსპლანტაციას. ასეთმა ოპერაციებმა პაციენტების მდგომარეობა შეიძლება გააუმჯობესოს, მაგრამ მათთვის აუცილებელი ხდება იმუნოსუპრესორების მუდმივად მიღება, გადანერგილი ორგანოს მოცილების აღკვეთის მიზნით. ხელოვნური კუჭქვეშა ჯირკვლის შემთხვევაში იმუნოსუპრესორული პრეპარატების მიღება არა არის საჭირო და თავად ქირურგიული ჩარევაც  ნაკლებად მასშტაბურია.

http://medportal.ru

2016.07.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006