logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალმა პრეპარატმა ალცჰეიმერის დაავადების პროგრესირება 80% -ით შეანელა

ახალი პრეპარატი, რომლის შემუშავებას დაახლოებით ოცდაათი წელი დასჭირდა, ალცჰეიმერის დაავადებას ნამდვილად ეფექტურად უმკლავდება. წამალი სახელწოდებით LMTX ზომიერი სიმძიმის დაავადების მქონე პაციენტებზე გამოსცადეს. მეცნიერები მიღებულ შედეგებს უპრეცედენტოს უწოდებენ – საშუალოდ, დაავადების პროგრესირება 80% -ით შენელდა.
ექსპერიმენტში 891 ადამიანი მონაწილეობდა. ერთი ნაწილი პლაცებოს იღებდა, მეორე - მხოლოდ სატესტო პრეპარატს, ხოლო მესამე – LMTX-ს ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში. კურსის ხანგძლივობა 15 თვე იყო. კვლევის დაწყებისა და მისი დასრულების შემდეგ ყველა მონაწილემ გაიარა ტესტები კოგნიტური უნარის შესაფასებლად, ასევე, მათ თხოვდნენ შეესრულებინათ ყოველდღიური ჩვეული პროცედურები – დამოუკიდებლად ჭამა და ჩაცმა.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტული პრეპარატის მომხმარებლებს შორის მდგომარეობის გაუარესება ყველაზე ნაკლებად შეინიშნებოდა. გარდა ამისა, ზოგიერთ პაციენტს მდგომარეობის გაუმჯობესებაც აღენიშნა. ყველაზე ეფექტური LMTX-ით მონოთერაპია აღმოჩნდა, ხოლო მისმა სხვა მედიკამენტებთან კომბინაციამ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
ახალი პრეპარატი tau-ცილის ნეიროფიბრილარულ გორგლებზე მოქმედებს. ეს ჩანართები ბეტა-ამილოიდური ბალთების ფორმირებასთან ერთად ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. გამოსაცდელ პრეპარატთა უმრავლესობა ბეტა-ამილოიდზე მოქმედებს, თუმცა პრაქტიკულად ვერცერთმა პრეპარატმა ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში ვერ აჩვენა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ადამიანებში ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ძირითად მიზეზს სწორედ ნეიროფიბრილარული გორგლები წარმოადგენს.


 

http://medportal.ru

2016.07.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006