logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც აწუხებს დაბალი წნევა

  • მიიღეთ მეტი სითხე (წყალი, კომპოტი, მინერალური წყალი, ახლადგამოწურული წვენები). მისაღები წყლის რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ ასაკი და არსებული დაავადებები (მაგ. გულის უკმარისობის დროს წყლით ვერ დაიტვირთებით). სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას, რაც მნიშვნელოვანია ნორმალური წნევის შესანარჩუნებლად.
  • მიიღეთ მეტი მარილი. ჰიპოტენზიის დროს კი სუფრის მარილი შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს. ბუნებრივია, აღნიშნული რეკომენდაცია არ ეხება გულის პათოლოგიის მქონე ადამიანებს. ამიტომ ამ რეკომენდაციის შესრულებამდე ექიმს უნდა სთხოვოთ რჩევა.
  • ცნობილია, რომ კოფეინის შემცველობის გამო ყავა და ჩაი დროებით ზრდის არტერიულ წნევას, მაგრამ მოგვიანებითი ეფექტი სრულიად განსხვავებულია. ამასთან, კოფეინი შესაძლოა სხვა პრობლემების მიზეზად იქცეს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
  • მნიშვნელოვნად შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლის ზემოქმედებით ხდება სისხლძარღვების გაფართოება და დეჰიდრატაცია, რაც ამცირებს არტერიულ წნევას.
  • ნუ წამოდგებით სწრაფად სკამიდან, განსაკუთრებით კი დილით, საწოლიდან. ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე. თუ დაჯდომისას მსუბუქ თავბრუხვევას ან სისუსტეს იგრძნობთ, ფეხები ერთმანეთზე გადაიდეთ, გადააჯვარედინეთ. ეს გაზრდის გულისკენ სისხლის მიდინებას.
  • გადახედეთ ჩვეული კვების რაციონს, ნუ დაიცავთ დიეტას. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ჯანსაღი საკვები, წვნიანი კერძები. დილა დაიწყეთ კარაქითა და ყველით დამზადებული ბუტერბროდით და ჩაით ან ყავით. ოფისში წასაუზმებისთვის გამოგადგებათ თხილეული და ხილი, მათში შემავალი ვიტამინები სისხლძარღვებს უკეთ მუშაობაში ეხმარება. სადილზე აუცილებელია ხორცი ან თევზი. მათში თქვენთვის აუცილებელი ცილებია. მეტად სასარგებლოა პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალიუმს  (ლობიო, გარგარის ჩირი, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, ქიშმიში, ბარდა, კარტოფილი და სხვ.). დღის განმავლობაში დალიეთ მაგარი ტკბილი ჩაი ლიმონით, ხილის წვენი. შეგიძლიათ თავი გაინებივროთ შავი შოკოლადის ნატეხით. საღამოს სასარგებლოა რძის პროდუქტების მიღება. საკვები მიირთვით ნელა, მცირე ულუფებით და ხშირად.
  • თავი აარიდეთ ცხელ წყალში ბანაობას, მზეზე დიდხანს ყოფნას, გაუნიავებელ ოთახში ყოფნას. გამოძებნეთ დრო ზომიერი ფიზიკური აქტივობის და სუფთა ჰაერზე სეირნობისათვის.
  • ექიმთან შეთანხმებით (!) დაგეხმარებათ პოლივიტამინური პრეპარატების პერიოდული მიღება, ასევე ზოგიერთი მცენარეული პრეპარატი (ჟენშენის, ჩინური ლიმონურას, ფუტკრის ცვილის და სხვ. ნივთიერებების შემცველობით).
  • დაგეხმარებათ სპეციალური კომპრესიული წინდების ტარება (როგორც ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს). მათი მეშვეობით შესაძლებელია ეფექტურად შემცირდეს სისხლის დეპონირება ვენურ სისტემაში, რაც ჰიპოტენზიის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს.

და მაინც, თუ დაბალ წნევას ატარებთ, მოგიწიათ დახუთულ ოთახში ყოფნა და იგრძენით თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, თავის ტკივილი, მხედველობის გაუარესება, გულისრევა, გულისცემის გახშირება, რაც ჰიპოტენზიის და შესაძლო გულის წასვლის წინასიმპტომებია, რაც შეიძლება სწრაფად დაჯექით (სთხოვეთ, ადგილი დაგითმონ), თავი მუხლების ქვევით დახარეთ, ისუნთქეთ თანაბრად მაგრამ არა – ღრმად. წამოდექით, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს უკეთესად იგრძნობთ.

ასევე სასურველია ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ წნევის დავარდნის შემთხვევაში სხვა ადამიანს, რომელიც შეიძლება შემთხვევით ჩვენს გვერდით აღმოჩნდეს.

თუკი შეესწრებით მსგავს სიტუაციას სხვა ადამიანთან დაკავშირებით ტრანსპორტში ან საზოგადოებრვი თავშეყრის ნებისმიერ ადგილზე, შეეცადეთ სწორად დაეხმაროთ მას:

  • დაუთმეთ ადგილი ან გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე.
  •  ვარდნის შემთხვევაში დაიცავით ტრავმის შესაძლო განვითარებისაგან.
  • თუკი შესაძლებელია, წამოაწვინეთ  სწორ ადგილზე, წამოუწიეთ ქვედა კიდურები ზევით.
  • არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ზოგიერთ „კეთილისმსურველს“, რომელიც მოინდომებს მისთვის საგულე საშუალებების მიცემას (განსაკუთრებით ეს ეხება ნიტროგლიცერინს).
  • თუკი ზ.ა. მდგომარეობა რამდენიმე წუთში არ გამოსწორდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

2016.09.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006