logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება, შესაძლოა, გერმანული სტანდარტით მოხდეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანული კომპანიის, „კა ტე ქიუ ინთერნეიშენალის“ წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების, გერმანული სტანდარტების მიხედვით, შეფასებასა და მათი სერტიფიცირების თემას.

საერთაშორისო კომპანიას ხარისხის კონტროლის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კლინიკების სერტიფიცირებას გერმანიაში, ჩინეთში, ავსტრიაში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში ახორციელებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი, ჯანდაცვის სისტემაში მაღალი ხარისხის დანერგვაა. პაციენტის უსაფრთხოება და რისკების მენეჯმენტი კომპანიის პრიორიტეტია.  სამედიცინო დაწესებულებები  55 კრიტერიუმის მიხედვით ფასდება და სერტიფიკატებსაც  ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში იღებენ.  კომპანიას 150 ექსპერტი ჰყავს. წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  სპეციალისტებს  საქართველოშიც  გადაამზადებენ.

„პროექტი პაციენტის უსაფრთხოების დაცვას და საავადმყოფოების მიმართ ნდობის ამაღლებას ისახავს მიზნად. სერტიფიცირება სავალდებულო არ არის, თუმცა  ჩვენი სერტიფიკატი პაციენტებს მისცემს იმის გარანტიას, რომ აღნიშნული დაწესებულება სანდოა და გერმანული სტანდარტების შესაბამისადაა შემოწმებული.  იმ შემთხვევაში თუ კლინიკებს სერტიფიკატის აღება სურთ იმ მოთხოვნებს უნდა პასუხობდნენ, რაც ჩვენს კომპანიას გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი სამედიცინო დაწესებულება ჩაერთოს სერტიფიცირების პროგრამაში და მოახერხოს ამ პროცედურის გავლა“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

პირველ ეტაპზე საქართველოსთვის შეფასების კრიტერიუმების ადაპტაცია მოხდება.  პროცესი  ეტაპობრივი იქნება. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ 2-3 წელიწადში პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი იქნება ჩართული.

სამუშაო შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძეც დაესწრნენ. თამარ გაბუნიას თქმით, ხარისხის სტანდარტების დანერგვა სამედიცინო სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სამინისტრო  ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას იწყებს.

„ჩამოვაყალიბებთ მექანიზმებს რომელიც მოგვცემს საშუალებას უმოკლეს დროში დაიწყოს ამ სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში. თანამშრომლობა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს აქტიური ჩართულობით შედგება. სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცერების პროცესში ჩართვა მათივე  სურვილის გათვალისწინებით მოხდება. ეს პროექტი თითოეულ კლინიკას მისცემს საშუალებას, უკეთ გააცნობიეროს რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მისი მომსახურება ჩაითვალოს და იყოს მაღალი ხარისხის. გააუმჯობესებს პაციენტის უსაფრთხოებას და მოგვცემს გარანტიას კარგი კლინიკური გამოსავლების მიღებისთვის“, - გააცხადა თამარ გაბუნიამ.

http://moh.gov.ge

2019.10.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006