logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გლობალური ჯანდაცვის კომპანიასთან (BMJ) მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ჯანდაცვის კომპანია BMJ Publishing Group Limited-ს (BMJ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ადამიანური რესურსის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და BMJ-ის გლობალური ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების, სტრატეგიული პარტნიორობის ხელმძღვანელმა მიტალი როზინსკიმ მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად ქართველ სპეციალისტებს ეძლევათ ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის ელექტრონულ სერვისებზე (BMJ Best  Practice & BMJ Learning) წვდომის  შესაძლებლობა, რაც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პლატფორმები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის საუკეთესო კლინიკური გადაწყვეტილების მიღების დამხმარე საშუალებაა. პორტალი სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზის, ხარისხის გაუმჯობესების და სხვა მოდულებს მოიცავს, რომლებიც 20-ზე მეტ ქვეყანაშია აკრედიტირებული. აღნიშნული ინიციატივით ექიმებს ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან რესურსებზე წვდომა უფასოდ შეეძლებათ.

როგორც ზაზა ბოხუამ აღნიშნა საქართველო მიდის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემისკენ - „ეს არის სამედიცინო პერსონალის, ადამიანური რესურსის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. უწყვეტი სამედიცინო, უწყვეტი პროფესიული განვითარება უმნიშვნელოვანესია. სელექტიურ კონტრაქტირებაში მყოფ კლინიკებს აქვთ ვალდებულება გარკვეული კრედიტები დააგროვონ.  ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალსა და სხვა პლატფორმებს მივანიჭეთ შესაბამისი კრედიტები. პლატფორმის უფასოდ გამოყენება შეეძლებათ პირველადი ჯანდაცვის, სოფლის ექიმებს, სახელმწიფო კლინიკების პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს, კლინიცისტებს და სხვა.“

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას  აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს. ახალი მემორანდუმის თანახმად 2020-2022 წლებში საქართველოს 15 000 ლიცენზია გადმოეცემა.

ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან  მემორანდუმი,  სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს, 3 წლის ვადით  გაფორდა. წელს კი დოკუმენტის განახლება მოხდა.

http://moh.gov.ge

2019.11.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006