logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
კანონმდებლობა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მალარიის გლობალური და რეგიონული რისკი

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 40%, ძირითადად უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრები, იმყოფება მალარიით დაავადების რისკის ქვეშ. ყოველწლიურად მალარიით ავადდება 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი. დაავადების განვითარებისა და სიკვდილიანობის უმეტესი შემთხვევა ვითარდება აფრიკაში, სახარის სამხრეთ მდებარე ნაწილში. დაავადების გავრცელება აღინიშნება აზიაში, ლათინურ ამერიკაში, შუა აზიასა და ევროპის ნაწილში. მალარიისგან თავისუფალი ქვეყნებიდან სამოგზაუროდ წასული ადამიანები მალარიის გავრცელების ზონაში მოხვედრისას განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ამ დაავადების მიმართ, რადგან მათ აქვთ მცირედი იმუნიტეტი ან საერთოდ არა აქვთ იგი, რის გამოც სამშობლოში დაბრუნებისას დაავადების არსებობის შემთხვევაში ხდება მალარიის დაგვიანებული ან საერთოდ არასწორი დიაგნოზის დასმა.
ადამიანი ნებისმერ ასაკში შეიძლება დაავადდეს მალარიით. მისი გამომწვევია პლაზმოდიუმის სახეობის პარაზიტი, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა დაინფიცირებული მოსკიტის კბენის შემთხვევაში. პირველი ზოგადი სიმპტომები - ტემპერატურის მომამატება, თავის ტკივილი, შემცივნება და გულისრევა - აღინიშნება დაინფიცირებიდან მე-10-15 დღეს. შესაბამისი და დროული მკურნალობის გარეშე მალარია უმწვავესი დაავადებაა, რომელიც ხშირად ფატალურად მთავრდება. ადრეული დიაგნისტიკა და სწორი მკურნალობა მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ელემენტია.
ადამიანის მალარიის ოთხი ტიპი არსებობს - Plasmodium falciparum, P.vivax, P.malariae და P.ovale. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია P.falciparum და P.vivax. P.falciparum მალარიის ყველაზე სახიფათო ტიპია.
ჯანმოს მონაცემებით:
• მალარია ექვემდებარება მკურნალობას და პრევენციას.
• ყოველ 30 წამში მალარიით იღუპება ერთი ბავშვი.
• ყოველწლიურად მალარიით იღუპება ერთი მილიონი ადამიანი, უმთავრესად მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალები.

http://www.who.int

2007.08.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006