logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
კანონმდებლობა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გაშიფრულია მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის გამომწვევის გენომი

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ამერიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან განაცხადა ტუბერკულოზის გამომწვევის გენომის გაშიფვრის სამუშაოების წარმატებით დასრულების შესახებ.
მკვლევარების მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია როგორც ჩვეულებრივი, ანუ მედიკამენტებისადმი მგრძნობიარე ბაქტერიის გენეტიკური სტრუქტურის შესახებ, ასევე მისი სახესხვაობების შესახებ - მრავალრიცხოვანი მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული (multi-drug resistant, MDR) და დაავადების განსაკუთრებით სახიფათო ფორმის - ფართე მედიკამენტოზური რეზისტენტობის მქონე (extensively drug resistant, XDR) ტუბერკულოზის გამომწვევის გენეტიკური სტრუქტურის შესახებ.
ტუბერკულოზი, რომელსაც იწვევს ბაქტერია - Mycobacterium tuberculosis, ფართოდ არის გავრცელებული: 2005 წელს გამოვლენილი იქნა ინფექციის 8,8 მლნ ახალი შემთხვევა და აღირიცხა ამ დაავადების მიზეზით დაღუპული 1,6 მლნ ადამიანი. გარდა ამ ინფექციის ჩვეულებრივი სახეებისა, მთელს მსოფლიოში ვრცელდება მუტანტური ფორმები, რომლებიც რეზისტენტულნი არიან მედიკამენტების მიმართ - MDR და XDR.
ჯანმო-ს შეფასებით, პლანეტის 500 ათასამდე მაცხოვრებელი დაავადებულია MDR-ტუბერკულოზითა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს უკანასკნელი რეზისტენტულია ყველა ცნობილი პრეპარატის მიმართ და ახასიათებს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დონე - 85%.
მეცნიერები ბროადის ინსტიტუტიდან (Broad Institute), ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლიდან (აშშ) და ნელსონ მანდელას სამედიცინო სკოლიდან (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სწავლობდნენ XDR-ტუბერკულოზის შტამის გენომს, რომელმაც ამ ბოლო დროს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაში (KwaZulu-Natal) დაავადების აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
Mycobacterium tuberculosis გენომის 4 მლნ წყვილი ნუკლეოტიდის გაშიფვრისას გამოყენებული იქნა დნმ-ის სეკვენირების განსაკუთრებული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ერთდროულად იქნას ”წაკითხული” დნმ-ის ასობით მილიონი ნუკლეოტიდი. მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ მედიკამენტებისადმი მდგრადი და მგრძნობიარე ბაქტერიები გენეტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: მათ შეძლეს აღმოეჩინათ მხოლოდ დნმ-ის რამდენიმე ათეული უმნიშვნელო ცვლილება. ზოგიერთი ცვლილება შეეხებოდა გენებს, რომელთა როლიც მედიკამენტებისადმი რეზისტენტობაში უკვე იყო ცნობილი. სხვა ცვლილებები აღმოჩენილი იქნა ახალ, მანამდე უცნობ გენებში.
ტუბერკულოზის გამომწვევის გენომის გაშიფვრის შედეგები მაშინვე, სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციების განთავსებამდე, იქნა წარმოდგენილი ინტერნეტში - ბროადის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე და ტუბერკულოზის შესახებ არსებულ მონაცემთა ბაზაში. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მოხდება ამ შედეგების გამოყენება ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეფექტური მეთოდების შემუშავებისათვის. გარდა ამისა, ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას ტუბერკულოზის მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ფორმის სადიაგნოსტიკო ექსპრეს-ტესტის შესაქმნელად.

http://Medportal.ru

2007.11.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006