logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
კანონმდებლობა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ერთუჯრედიან პარაზიტებს შეებრძოლებიან ჰერბიციდების დახმარებით

ამერიკელი მეცნიერების მონაცემებით, უჯრედშიდა პარაზიტის ტოქსოპლაზმის სასიცოცხლო ციკლი რეგულირდება მცენარეული ჰორმონით აბსციზის მჟავით. მკვლევარების აზრით, ის ნივთიერებები, რომლებიც აბლოკირებს აბსციზის მჟავას სინთეზს, შეიძლება იყოს ბევრად უფრო ეფექტური და გახდეს ალტერნატიული უსაფრთხო მეთოდი პარაზიტული ინფექციების მკურნალობის უკვე არსებულ მეთოდებთან შედარებით.
Toxoplasma gondii - ეს არის ერთუჯრედიანი პარაზიტი, რომელიც ბინადრობს მრავალი ძუძუმწოვარას და ადამიანის ორგანიზმში. მიახლოებითი გაანგარიშებებით, ტოქსოპლაზმით არის ინფიცირებული დედამიწის ყოველი მეოთხე მცხოვრები. უმეტეს შემთხვევებში ტოქსოპლაზმოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში მას შეუძლია გამოიწვიოს სახიფათო გართულებები და სიკვდილიც კი. გარდა ამისა, ორსულების ტოქსოპლაზმოზი ხშირად ხდება ნაყოფის განვითარების რთული მანკების მიზეზი.
კვლევაში, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლები იუწყებიან ახალი სასიგნალო მექანიზმის აღმოჩენის შესახებ, რომელსაც გამოიყენებენ ტოქსოპლაზმები. როგორც აღმოჩნდა, პარაზიტების უჯრედების გამოსვლა მატარებელი ორგანიზმის უჯრედიდან ხდება აბსციზის მჟავას მხოლოდ განსაზღვრული კონცენტრაციის შემთხვევაში. ამ სიგნალის არარსებობის შემთხვევაში, ტოქსოპლაზმა რჩება უჯრედში მობინადრე და წყდება მისი გამრავლება.
აბსციზის მჟავა ცნობილია, როგორც მცენარეული ჰორმონი, რომელიც არეგულირებს მცენარეეების სასქესო უჯრედების წარმოქმნის პროცესს. ჰერბიციდები, რომლების აბლოკირებენ მის სინთეზს, მიჩნეულია ადამიანისა და გარემო პირობებისათვის უსაფრთხოდ და ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.
მეცნიერები ასევე იუწყებიან მღრღნელებში ტოქსოპლაზმოზის სამკურნალოდ ჰერბიციდული საშუალებების წარმატებული გამოყენების შესახებ. ვინაიდან აბსციზის მჟავა არანაირ ფუნქციას არ ასრულებს ძუძუმწოვარების ორგანიზმში, მასზე მედიკამენტოზური ზემოქმედება სრულიად უსაფრთხო იქნება ადამიანებისათვის, ვარაუდობენ მეცნიერები.
ახალი კვლევა - არ წარმოადგენს პარაზიტული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისათვის ჰერბიციდების გამოყენების პირველ მცდელობას. მაგ. რამოდენიმე წლის უკან გერმანელმა მეცნიერებმა გაბონში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მალარიას მკურნალობდნენ ფოსმიდომიცინით. მიუხედავად დამაიმედებელი შედეგებისა, გამოცდები შეწყვეტილი იქნა: მკურნალობის ახალი მეთოდი შეუფერებლად ჩაითვალა განვითარებადი ქვეყნებისათვის, ვინაიდან იგი საკმაოდ ძვირადღირებული და ხანგრძლივი აღმოჩნდა.

http://Medportal.ru

2008.01.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006