logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საკვებისმიერი ალერგია უფრო იშვიათია, ვიდრე ეს მშობლებს ეჩვენებათ

მშობლები ხშირად უკავშირებენ კანზე გამონაყარს საკვებისმიერ ალერგიას პატარა ბავშვებში, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, ამის მიზეზი შესაძლოა სულ სხვა რამ იყოს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს დაკვირვება 3 წლამდე ასაკის 900 ბავშვზე.
თუმცა, მხოლოდ 5%-ში დადასტურდა საკვები პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ამასთან, მშობლების ერთი მესამედი ფიქრობდა, რომ მათ ბავშვს გააჩნდა ალერგია ამა თუ იმ საკვების მიმართ. ალერგიის გამოვლინებად ისინი თვლიდნენ კანზე გამონაყარს, სურდოს, დიარეას და ა. შ.
საკვები პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა წარმოადგენს კვებისმიერ ალერგიას (იმუნური სისტემის არასწორ რეაქციას) და საკვების შეუთვისებლობას, რომელიც არ არის არის დაკავშირებული იმუნურ სისტემასთან.
კვლევამ გამოავლინა, რომ ალერგიული რეაქციები ყველაზე ხშირი იყო ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა: არაქისი, კვერცხი, ხორბალი და რძე. მიუხედავად ამისა, რძის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ბავშვების 80% ახერხებს ამ პრობლემის დაძლევას სამი წლის ასაკიდან. იგივე შეიძლება ითქვას კვერცხის მიმართ ჰიპერმგრძნობელობაზეც.
მკვლევარები აცხადებენ, რომ მშობლები გადაჭარბებულად აღიქვამენ ამა თუ იმ საკვებ პროდუქტზე მათი შვილის მგრძნობელობას. “ისინი ძალზე ხშირად უკავშირებენ ბავშვის მდგომარეობას იმას, თუ რა საკვები მიიღო მან. ჩვენ დავადგინეთ, რომ სიმპტომები ხშირად არ უკავშირდება საკვებისმიერ ალერგიას”, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ტარა დინმა პორტსმუტის უნივერსიტეტიდან, დიდ ბრიტანეთში.
გარდა ამისა, საკვებისმიერ ალერგიის გავრცელება არ იზრდება ისე, როგორც ამას აქვს ადგილი ბრონქული ასთმის და ჭინჭრის ციების დროს. აშშ-ში ადრე ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, სამი წლის ასაკში ბავშვთა მხოლოდ 7%-ს აღენიშნება საკვების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
“არსებობს უამრავი დამამტკიცებელი საბუთი იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში ალერგია გაცილებით ხშირია, თუმცა არცერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ ეს ტენდენცია ეხება საკვებისმიერ ალერგიასაც”, განაცხადა ტარა დინმა.

http://www.medlinks.ru/

2008.03.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006