logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კოსმეტიკა და ალერგია

ყველა ქალს, რომელიც იყენებს კოსმეტიკურ საშუალებებს, სურს ხაზი გაუსვას საკუთარ სილამაზეს და სულაც არ მოელის შედეგად დაწითლებულ თვალებს, შეშუპებულ ტუჩებსა და ქუთუთოებს, სხეულზე ლაქოვან გამონაყარს და ქავილს, მაგრამ ალერგიული რეაქციებისაგან დაზღვეული არავინ არ არის. მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალერგიისადმი, შედიან რისკის ჯგუფში, ხოლო სხვებს, რომლებსაც ადრე არ აღენიშნებოდათ ალერგია, შეიძლება განუვითარდეთ ალერგია კოსმეტიკური საშუალებების შემადგენელი ამა თუ იმ კომპონენტის აუტანლობის შემთხვევაში - ყველაზე ხშირად ეს არის კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში მყოფი კონსერვანტები, საღებავები და სურნელოვანი ნივთიერებები.

კონსერვანტები
რაც უფრო დიდია კოსმეტიკის შენახვის ვადა, მით უფრო მეტ კონსერვანტებს - პარაბენებსა და ფორმალდეჰიდებს შეიცავს ის. ნაკლები შესანახი ვადის მქონე კოსმეტიკური საშუალებები შეიძლება შეიცავდეს ნატურალურ კონსერვანტებს, როგორიცაა ასკორბინის მჟავა და ფუტკრის ცვილი, თუმცა თუკი თაფლზე გაქვთ ალერგია, ასეთ კოსმეტიკაზე უარის თქმა მოგიწევთ.

სურნელოვანი ნივთიერებები
რაც უფრო მძაფრი სურნელი აქვს კოსმეტიკას, მით უფრო მეტ არომატიზატორებს შეიცავს ის. ზოგჯერ ისინი საწყისი ნედლეულის არასასიამოვნო სუნის დასაფარად გამოიყენება, არცთუ იშვიათად კი - მყიდველის მოსაზიდად. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ნატურალური არომატიზატორები ხელოვნურზე მეტად საშიშია. საქმე იმაშია, რომ ნატურალური ეთერზეთები ძალზე ადვილად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, ეს განსდაკუთრებით ეხება ბერგამოტისა და ციტრუსოვან ზეთებს.

საღებავები
ტუჩის საცხში არსებული ანილინის საღებავები, თვალის ფანქარსა და ტუშის შემადგენლობაში მყოფი მძიმე მეტალების (ქრომის, ნიკელის, ვერცხლის) მარილები მეტად ალერგიულია, ამავე დროს ისინი შეხებაშია ლორწოვანთან, შესაბამისად ალერგენი საკმაოდ ადვილად ხვდება ორგანიზმში. რაც უფრო მდგრადი ფერი აქვს კოსმეტიკურ პროდუქტს, მით მეტი საღებავია მასში, ამიტომაც მკვეთრი ლურჯი ფერის თმის გელის ან მდგრადი წყალგამძლე ტუშის შერჩევისას კარგად დაფიქრდით და წინასწარ მოახდინეთ ტესტირება.

სხვა...
სამწუხაროდ, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ ძვირადღირებულმა პროდუქტმაც, ვინაიდან ნატურალური ინგრედიენტები არ არიან მოკლებული ალერგიზაციის უნარს. სანამ შეიძენდეთ, კარგად გაეცანით მის შემადგენლობას. მაგ. თუკი გაქვთ ალერგია ცხვრის ბეწვზე, არ შეიძინოთ ლანოლინის შემცველი ტუჩის საცხი და სახის კრემი. თუკი გაქვთ კვებითი ალერგია მარწყვზე და თაფლზე, არ დაუმატოთ ისინი სახლში დამზადებულ მკვებავ ნიღაბს. ყველაზე მძლავრი ბუნებრივი ალერგენებია: ციტრუსები, ანანასი, შოკოლადი, ნესვი, მარწყვი, თაფლი.
წარწერა ”ჰიპოალერგიული კოსმეტიკა” - არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და მხოლოდ სარეკლამო ნაბიჯია. თუმცა სხვებთან შედარებით, ისინი მართლაც შედარებით ნაკლები რაოდენობით ალერგენებს შეიცავენ, შესაბამისად ნაკლებია მათი შენახვის ვადაც, სუნიც შეიძლება არცთუ ისე სასიამოვნო იყოს.
გარდა ახალი კოსმეტიკური საშუალებებისა, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს წლობით გამოცდილმა კოსმეტიკურმა ხაზმაც. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
• გასულია შენახვის ვადა ან მისი ნახევარი მაინც - გახსნის შემდეგ ხდება ნაწარმის ჰაერთან და ბაქტერიებთან კონტაქტი, შესაბამისად მისი შემადგენლობა იცვლება. ალერგიულმა ადამიანებმა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისაგან თავი უნდა შეიკავონ ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ.
• თუ არ არის დაცული შენახვისა და მოხმარების პირობები - მაგ. თუ ნაწარმი ინახება თბილ ადგილას ან ნიღაბს სახეზე წინასწარ მითითებულ დროზე მეტ ხანს გაიჩერებთ, ალერგიული რეაქციის შემთხვევაში მწარმოებელი დამნაშავე არ არის;
• ფოტოსენსიბილიზაცია - კოსმეტიკის შემადგენელი ნივთიერებები ზოგჯერ რეაგირებენ ულტრაიისფერი სხივებზე, ამიტომაც ზამთრიდან ზაფხულისაკენ სასურველია თქვენი კოსმეტიკა თანდათანობით გამოცვალოთ;
• ეფექტების ზედდება - ზოგიერთი ნივთიერების მიღების (ანტიბიოტიკები ან იმუნოდეპრესანტები), ქიმიური პილინგის, ლაზერული ან ფოტოეპილაციის ჩატარების შემდეგ, ასევე იმუნიტეტის ზოგადი დაქვეითების შემთხვევაში შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს იმ ნივთიერებებმაც, რომლებსაც ადრე ასეთი მოქმედება არ ახასიათებდათ.

კოსმეტოლოგის 10 რჩევა ალერგიულ ადამიანებს
1. დაუტოვეთ პროფესიონალური კოსმეტიკა პროფესიონალებს. მათში შემავალი ნივთიერებები ბევრად უფრო აგრესიული და აქტიურია, ამიტომაც მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ სპეცილისტის მეთვალყურეობით და ისიც იშვიათად;
2. მაღალი კონცენტრაციის გამო, თავი შეიკავეთ ზედმეტად მკაფიო ფერის და მძაფრი სუნის, ასევე მდგრადი კოსმეტიკური საშუალებების ხმარებისაგან;
3. არ შეიძინოთ წინასწარი ტესტირების გარეშე ახალი კოსმეტიკური ხაზის პროდუქცია. ამისათვის ტანის მოსავლელი კოსმეტიკური საშუალება წაისვით იდაყვის სახსრის ნაკეცში, ხოლო სახისა - ყურის უკან. სამწუხაროდ ტუჩის საცხისა და თვალის ტუშისათვის ეს არ გამოდგება, ამიტომაც უმჯობესია, თავიდან მხოლოდ მათი მცირე ზომის (საცდელი) ვარიანტი შეიძინოთ.
4. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პროდუქციას. ასევე დაუნანებლად დაემშვიდობეთ იმ ვადიან პროდუქტს, რომელსაც შეცვლილი აქვს ფერი ან სუნი ან კონსისტენცია.
5. ნუ ამოიღებთ კრემს ქილიდან ხელით, უმჯობესია ერთჯერადი ბამბის ტამპონით ისარგებლოთ;
6. შეეცადეთ, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ფირმის კოსმეტიკა იხმაროთ. სხვადასხვა შემადგენელი ქიმიური ნივთიერებების შერევას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგი მოყვეს;
7. ეცადეთ, არ იხმაროთ სპირტის მაღალი შემცველობის მქონე საშუალებები. ისინი იწვევენ სახის გამოშრობას, გაღიზიანებას და აადვილებენ ალერგენების ორგანიზმში შეღწევას;
8. ზოგიერთ სუნამოს შეუძლია ფოტომგრძნობელობის მომატება, ამიტომაც არ არის სასურველი სუნამოს ხმარება ზღვის სანაპიროზე ან სოლარიუმში გარუჯვის წინ;
9. სხეულის მოსავლელად გათვალისწინებული კოსმეტიკის სახეზე ხმარება, მით უმეტეს ქუთუთოს შიდა კიდეზე წასმა, დაუშვებელია. წამწამების შეღებვისას უმჯობესია, არ შეეხოთ წამწამის ძირს და შეღებოთ მხოლოდ მისი 2/3;
10. დაკვირვებით წაიკითხეთ ეტიკეტები: მაგ. მარცვლეულზე ალერგიის შემთხვევაში არ შეიძლება სახამებლის შემცველი პუდრის ან იმ კრემის ხმარება, რომელიც შეიცავს ჯეჯილისაგან გამონაწვლილს, ასევე ნიკელზე ალერგიის დროს იმ ფრჩხილის ლაქის ხმარება, რომლის ბოთლშიც მოთავსებულია ლაქის ასარევი ბურთულა.
და, რაც მთავარია, თუკი მაინც დაგემართათ ალერგია კოსმეტიკურ საშუალებაზე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, და არა გამყიდველ-კონსულტანტს. თუკი თქვენ ალერგია გემართებათ კოსმეტიკური პროდუციის უმრავლესობაზე, მაშინ მაღაზიაზე ადრე იმუნოლოგ-ალერგოლოგის კაბინეტს უნდა ესტუმროთ, ვინაიდან პრობლემა თქვენშია და არა კოსმეტიკაში.

http://www.medportal.ru

2008.06.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006