logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
კანონმდებლობა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მეცნიერებმა მალარიის გამომწვევი ორი პარაზიტის გენომი გაშიფრეს

მეცნიერებმა გაშიფრეს მალარიის გამომწვევი ორი პარაზიტის გენომი, რაც მნიშვნელოვანია მოსკიტებთან დაკავშირებული დაავადებების საწინააღმდეგოდ ახალი წამლებისა და ვაქცინების შესაქმნელად.
მეცნიერთა გუნდმა ნიუ-იორკიდან ჯეინ კარლტონის (Jane Carlton) ხელმძღვანელობით შეადგინა სრული გენეტიკური კოდი პარაზიტის - Plasmodium vivax, რომელიც იწვევს მალარიას ლათინურ ამერიკაში და აზიის ქვეყნებში, ინდოეთის, ტაილანდის, ვიეტნამის, ინდონეზიის, მელანეზიის და კორეის ნახევარკუნძულის ჩათვლით. ამ პარაზიტით გამოწვეული მალარიის რაოდენობა საერთო შემთხვევათა 40%-ს შეადგენს, ხოლო საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანთა რაოდენობა კი - 2,6 მლრ-ს.
ფატალური გამოსავალი ამ შემთხვევაში იშვიათია, თუმცა დამახასიათებელია მძიმედ გამმოხატული სიმპტომები ძლიერი ცხელების ეპიზოდების გამეორების სახით, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, ციება და პროფუზული ოფლდენა, ღებინება, დიარეა და ელენთის გადიდება.
პარაზიტი შეიძლება დარჩეს ღვიძლში მთვლემარე მდგომარეობაში და რეციდივის მიზეზი გახდეს პირველადი დაავადებიდან თვეებისა და წლების გავლის შემდეგ. მკვევარებმა აღმოაჩინეს გენები, რომლებიც შეიძლება პასუხისმგებლები იყვნენ ამ მთვლემარე მდგომარეობის განვითარებაზე. მოხდა ასევე პარაზიტის იმ გენების იდენტიფიკაცია, რომლებიც, სავარაუდოდ, აზიანებენ სისხლის წითელ უჯრედებს და იწვევენ იმუნური პასუხის თავიდან არიდებას. პარაზიტი ავლენს მზარდ რეზისტენტობას ანტიმალარიული წამლებისადმი.
ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა არნაბ პეინის (Arnab Pain) ხელმძღვანელობით მოახდინა გენეტიკური კოდის ამოცნობა მაიმუნის პარაზიტისა - Plasmodium knowlesi, რომელიც ამჟამად მალარიის გამოწვევის სიხშირის მიხედვით მეხუთეა პარაზიტებს შორის და ძირითადად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
მკვლევარებმა მიაგნეს იმ მიზეზს, რის გამოც knowlesi parasite თავს არიდებს იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას. როგორც ირკვევა, ზოგიერთი მისი გენი ძლიერ ჰგავს ადამიანის გენს, რომელიც მონაწილეობას ღებულობს იმუნური სისტემის რეგულაციაში.
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში 2006 წელს მალარიით დაიღუპა 881,000 ადამიანი და დაინფიცირდა - 247 მლნ. ექსპერტების აზრით, ეს ციფრები სრულად არ ასახავს დაავადების ზიანს.
მალარიით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა აღინიშნება აფრიკაში და გამოწვეულია პარაზიტ Plasmodium falciparum-ის მიერ, რომლის გენომი 2002 წელს გაშიფრეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბევრი საერთო vivax-სა და falciparum-ის გენომს შორის და ვარაუდობენ, რომ აფრიკული პარაზიტის ვაქცინა შეიძლება ეფექტური იყოს vivax-ის მიმართაც.
მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად პრობლემას წარმოადგენს უნივერსალური ვაქცინის არარსებობა, რომელიც შეძლებდა მოსახლეობის დაცვას მალარიის ყველა გამომწვევისგან.

http://www.reuters.com

2008.10.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სექსუალური ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006