logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შემწვარი საკვები არ ვნებს კუჭს, ამტკიცებენ ჰოლანდიელი გასტროენტეროლოგები

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შემწვარი საკვები არ აყენებს ზიანს კუჭს. ისინი ამტკიცებენ, რომ ნივთიერება აკრილამიდი, რომელიც წარმოიქმნება პროდუქტების შეწვის დროს, არ ვნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. მიუხედავად ამისა, მედიკოსები ადამიანებს მოუწოდებენ, სიფრთხილით მოეკიდონ ჭარბი რაოდენობით შემწვარი საკვების გამოყენებას, აგრეთვე იმ მაღალკალორიული და ნახშირწყლებით მდიდარი კვების პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავს აკრილამიდს.
1994 წლიდან საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ აკრილამიდი შეაფასა, როგორც კანცეროგენი. თუმცა სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამგვარი დასკვნები გაკეთდა ცხოველებზე ჩატარებული არასწორი ტესტირების შედეგად – მათ აძლევდნენ 100 000-ჯერ მეტ ქიმიურ ნივთიერებას, ვიდრე ადამიანი იღებს მას ჩვეულებრივ, კვების დროს.
მაასტრიხტის უნივერსიტეტის ექიმებმა შეისწავლეს აკრილამიდის მოქმედება 120 000 ადამიანის მაგალითზე. ეს ქიმიკატი ასევე გვხვდება შემწვარ კარტოფილში (ფრი), საკონდიტრო ნაწარმსა და ყავაში. ყველაზე ხშირად ადამიანები ამ მავნე ნივთიერებას იღებდნენ სწორედ ყავის, საკონდიტრო ნაწარმის და შემწვარი საკვების ხარჯზე. გაკეთდა დასკვნა, რომ როგორც აკრილამიდის შემცველობა პროდუქტებში, ისე საკვების მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას ფორმირებული ეს ქიმიკატი ზიანს არ აყენებს კუჭ-ნაწლავს, პანკრეასს და საყლაპავ მილს.
ქიმიკოსები ხსნიან, რომ აკრილამიდი პროდუქტებში ფორმირდება 1200C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში, თუმცა ის შემდეგ იფილტრება და იხსნება წყალში. მიუხედავად ამისა, გასტროენტეროლოგები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ აკრილამიდი შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდეს ორგანიზმის მუშაობაზე ჰორმონალური თვალსაზრისით.

http://www.medlinks.ru

2008.10.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006