D ვიტამინი უზრუნველყოფს იმუნური პასუხის სტიმულირებას პლაცენტის ქსოვილში, ახდენს რა ანტიმიკრობული ცილების, სახელად კატელიციდინების წარმოქმნის აქტივაციას, დაადგინეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.
მკვლევარებმა გააანალიზეს ამ ნივთიერების მოქმედება ტროფობლასტზე – პლაცენტის გარეთა ფენაზე. დადგინდა, რომ D ვიტამინი აძლიერებს ანტიბაქტერიულ უჯრედულ პასუხს.
როგორც ისინი აცხადებენ, D ვიტამინის დახმარებით კატელიციდინების გაზრდილი რაოდენობით გამოყოფა ხელს უწყობს პლაცენტის უნარს - მოახდინოს სხვადასხვა პათოგენური ორგანიზმებით, მათ შორის სტაფილოკოკით, სტრეპტოკოკით და ბაქტერია e. coli-ით ინფიცირების პრევენცია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა D ვიტამინის სარგებელი დედისა და ბავშვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ. მედიკოსების აზრით, კვებითი დანამატების დახმარებით შესაძლებელია პლაცენტის თანდაყოლილი იმუნიტეტის გაზრდა და ამით ნაყოფის ნორმალური განვითარების უზრუნველყოფა.
ორსული ქალების მიერ D ვიტამინის მიღების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ხანგრძლივი დროის გატარება მზეზე და კვების რაციონის გამდიდრება რძის პროდუქტებით და თევზით.
http://www.medlinks.ru
2008.12.08